„პროკურატურამ თბილისში, „რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით, ხოლო მეორე პირს – დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით წარუდგინა“, – ამის შესახებ ნათქვამია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროკურატურის განმარტებით, დაზარალებულს ბრალებულმა დაზიანებები სხეულის სხვადახხვა არეში ცივი იარაღით მიაყენა.
შსს თბილისში ერთ-ერთ ბარში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს – დაკავებულია 2 პირი
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 მაისს, დაახლოებით 05:30 საათზე, თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე „რატის ბარში“, ბრალდებულმა დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. მეორე ბრალდებულმა, რომელიც დანაშაულის ჩადენისას იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული – განზრახ მკვლელობა – აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით), წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„მხარი გაკრა თურმე შემთხვევით და ამას მოყვა ანგარიშსწორება“ – ცნობილია ბარში მოკლული 18 წლის ბიჭის ვინაობა და ახალი დეტალები
თბილისში მდებარე „რატის ბარში“ გუშინ გამთენიისას ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
მეორე ბრალდებულს ბრალდება სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.