გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, 5 დეკემბერს, 15:00-დან 21:00 საათამდე, სასტუმროში Pullman Tbilisi Axis Towers, გამოფენა „ადამიანები ბიზნესის უკან“ გაიმართება, რომლის მიზანიც კომპანიების ერთმანეთთან დაახლოებასა და ბიზნესპარტნიორობის ჩამოყალიბებაში ხელშეწყობაა.
ღონისძიებაში მონაწილეობას 55-მდე კომპანია მიიღებს. ისინი გამოფენაზე მოსულ სტუმრებს კომპანიის მიღწევებსა და სიახლეებს გაუზიარებენ. კომპანიები წარმოდგენილები იქნებიან ისეთი სექტორებიდან, როგორებიცაა: სამშენებლო-დეველოპერული, საფინანსო, აიტი და ტექნოლოგიები, სტამბა-სარეკლამო, აგრარული, ლოგისტიკა-გადაზიდვები, საინჟინრო, ჰორეკა და სხვ.
გამოფენის ფარგლებში მონაწილე კომპანიები სტუმრებისთვის 50-ზე მეტ პრიზს გაათამაშებენ.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. სარეგისტრაციო ფორმა შეავსეთ აქ.