LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამოგორდა“ უწიგნური კალაძე და განაცხადა, რომ არ აინტერესებს სააკაშვილზე ზახაროვას განცხადება – დარწმუნებული ვარ, პასუხისგებაში მიეცემა, მისი ბედიც არავის დააინტერესებს“ – კახა ოქრიაშვილი

189
კახა ოქრიაშვილი და კალაძე

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი, კახა ოქრიაშვილი, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, იგი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარია ზახაროვას მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე გაკეთებულ კომენტარზე საუბრობს:

კალაძე: საერთოდ არ არის საინტერესო არც ზახაროვას განცხადება კრიმინალ სააკაშვილთან დაკავშირებით და არც იმ ე.წ მეგობრების განცხადებები, რომლებიც შანტაჟით ესაუბრებიან საქართველოს ხელისუფლებას

„გამოგორდა“ უწიგნური კალაძე და განაცხადა, რომ არ აინტერესებს მარია ზახაროვას განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ „ოცნების“ ხელისუფლებას სააკაშვილი ციხეში რუსეთის დავალებით ჰყავს. კალაძეს ეს არ აინტერესებს, რადგან ეს არის სიმართლე და მას პასუხი არ აქვს, მაგრამ მთელ საზოგადოებას გვაინტერესებს.

ის ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა სტრატეგიულ მოკავშირეებს უწოდებს ე.წ. მეგობრებს, ანუ ამბობს, მეგობრები არ არიან, ჩვენი მტრები არიანო და მათი რეკომენდაციები არ მაინტერესებსო. ჩვენი საზოგადოების 80 %-ზე მეტს კი აინტერესებს, უსმენს და მნიშვნელოვანია მათი აზრი!

„სააკაშვილის და გუაიდოს ბედი ელის ყველას, ვინც სიცოცხლე მიჰყიდა ამერიკელებს” - მარია ზახაროვა

„სააკაშვილის და გუაიდოს ბედი ელის ყველას, ვინც სიცოცხლე მიჰყიდა ამერიკელებს” - მარია ზახაროვა

იცით, რატომ არ აინტერესებს კალაძეს არაფერი? იმიტომ, რომ მან მოახერხა და ავტობუსების შესყიდვა, პირველივე ლოტით, 20 მილიონი დოლარით უფრო ძვირად განახორციელა, ვიდრე მსოფლიოს დანარჩენმა ქალაქებმა. საზოგადოებას უჩნდება ეჭვი, რომ ეს ფასთა სხვაობა, რომელიც ჯამში, 20 მილიონი დოლარია, ხალხის ფულიდან არის მითვისებული.

შეგახსენებთ ცნობილ გამონათქვამს – ხალხს ჰყავს ისეთი ხელისუფლება, როგორსაც იმსახურებს. მე, როგორც ქართველი ადამიანი, ივანიშვილისა და კალაძისნაირ ხელისუფლებას არ ვიმსახურებ! მათი განცხადებები აჩვენებს, როგორ არიან ისინი დაშორებულნი ჩვენს ხალხს, ჩვენი ხალხის მისწრაფებებს და როგორ ჰკიდიათ ფეხებზე ხალხის ნება.

მარია ზახაროვა: „ვცდილობთ, საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმებას“

„ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გააყალბა და ის არალეგიტიმური ხელისუფლებაა, ხოლო ამ განცხადებებით, რომელიც არის, პრაქტიკულად, რუსული აგენტურის ტოტალური „coming out “ საქართველოში, ისინი კარგავენ ლეგიტიმაციის უკანასკნელ ნარჩენებს!

როცა ავტობუსების საქმეზე ბატონი კალაძე გასამართლდება სამართლიან სასამართლოში და დარწმუნებული ვარ, მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, მისი ბედიც არავის დააინტერესებს და მისი პიროვნება არავის ემახსოვრება.“ – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g