LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამოგვეხმაურა ბრიტანელი მენეჯერი, რომელიც დაინტერესდა ამ სიმღერის ევროპის ათი ქვეყნის რადიოში გაშვებით…“ – თიკა ბალანჩინის ახალი ინგლისურენოვანი კომპოზიციის პრემიერა „ფორტუნა პლუსის“ ეთერში

691
tika-bananchini--cover

„ფორტუნა პლუსის“ ეთერში, მიკი ჯეჯელავას გადაცემაში „უსმინე ახალს“ უცხოელი მუსიკოსების სიმღერების პრემიერის შემდეგ, ქართველ არტისტის თიკა ბალანჩინის ინგლისურენოვანი კომპოზიციის პრემიერა შედგა.

თიკა ბალანჩინი:

ვაკეთებ მუსიკას და ეს ძალიან სასიამოვნოა. ეს მუსიკა მინდა იყოს ისეთი, როგორიც ვარ მე, ანუ ჩემი სარკე. შესაბამისად, ეს პირველი ტრეკიც ამის კარგი მაჩვენებელია, კარგად გამოხატავს ჩემს თავს. ახალი სიმღერა არ ენ ბი-ს სტილშია, ძველი და ახალი მიმართულებების მიქსია. უფრო პოპსაც დავარქმევდი, რადგან შეიცვალა სახე. რაც მიყვარს, ის შტრიხები შევიტანე და ძალიან საინტერესო იყო.

ვფიქრობ, ეს ჟანრი შენი ხმის ტემბრს ძალიან უხდება… ტექნიკურად რთულად სამუშაო ლამაზი მელიზმები, რაც ამ ჟანრს თან ახლავს, განსაკუთრებულად მოუხდა შენს ხმას… ვიცი, რომ ევროპისა და ამერიკის მასშტაბით სიმღერას დიდი დაინტერესება მოჰყვა…

გამოგვეხმაურა ბრიტანელი მენეჯერი, რომელიც დაინტერესდა ამ სიმღერის ევროპის ათი ქვეყნის რადიოში გაშვებით. საინტერესოა, როგორ შეაფასებენ ამ სიმღერას, ვფიქრობ, სიმღერაც ითხოვს, რომ იყოს უფრო მასშტაბური.

სამომავლოდ რას მოიცავს თანამშრომლობა?

ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით. ეს არ არის მარტივი გზა. მიხარია, რომ ჩემი ქვეყნიდან დავიწყე და მნიშვნელოვანია, როცა შენს ქვეყანაში ხარ აქტიური და საინტერესო არტისტი.

ვისაუბროთ სიმღერის შექმნის პროცესზე, საიდან გაჩნდა სიმღერის იდეა?

იდეის ავტორი არის დავით ბარნაბიშვილი. ჩემი და დათუნას ემოციები ემთხვევა. იცის, რამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩემზე. ეს იცის ჩვენი მრავალწლიანი ურთიერთობის გამო… სახლში სტუდია გვაქვს და როცა მომასმენინა, უკვე ძალიან საინტერესო იყო. დავჯექი, ტვინში დავალაგე და მოვიდა ეს ტექსტიც… Addicted ნიშნავს დამოკიდებულებას და სიყვარულზე დამოკიდებულებას ვგულისხმობთ ამ შემთხვევაში, ამ განცდებზეა საუბარი, მელოდიაც ძალიან მოუხდა ტექსტს. მადლობა ჯონის, ჩვენს პიანისტს, რომელიც ძალიან დაგვეხმარა, ასევე „ბრავო რეკორდსს“ და ალეკო ბერძენიშვილს, „ბრავოში“ ჩაიწერა სიმღერა.

არ ენ ბი-ს ჟანრში მანამდე რატომ არ მუშაობდი?

ჩემთვის, როგორც არტისტისთვის, სხვადასხვა ჟანრში მუშაობაა საინტერესო. ბევრად უფრო დიდი და დიადია მუსიკა, ვიდრე ერთი კონკრეტული მიმართულება. ბავშვობიდან ბევრ რამესთან მქონია შეხება, ვვითარდებოდი, ძალიან მომწონს ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი და ვნახოთ, როგორ მომეწონება ის, რასაც მომავალში გავაკეთებ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები