LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გამოგყვებით, ვისაც სურვილი გაქვთ მოდით, მოკრიფეთ რამდენიც გინდათ და წაიღეთ უფასოდ” – კახელი ფერმერის შეთავაზება

250
ვაშალატამაუფასოდ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მცხოვრები გიორგი მეტრეველი ვაშლატამას უფასოდ გთავაზობთ – ამის შესახებ მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს და მოსავლის ფოტოებსაც აქვეყნებს.

როგორც მეტრეველი წერს, ვაშლატამა დაზიანებული არ არის, თუმცა წვრილია და ვერ იყიდება.

“მოკლედ. ვაშლატამას ვერ ვყიდი ვერსად, არის სუფთა, არც დასეტყვილია, არც ფარიანა არ აქვს და არც კალიის ნაჭამია. უბრალოდ წვრილია და მაგიტომ არ იყიდება. ხოდა ვისაც სურვილი გაქვთ მოდით, დაკრიფეთ და წაიღეთ, უფასოდაა. ახლა არ მითხრათ თუ პატივისცემა გინდა ბარემ შენ მოგვიტანეო. ვინც მიცნობთ იცით ადგილი სადაც მაქვს, ვინც არ იცით მოდით და გამოგყვებით და მოკრიფეთ რამდენიც გინდათ. 3 რიადია, 60 ძირი და ახლა დაახლოებით ტონა-ნახევარი ასხია. 2 ან 3 დღეში თუ არ წაიღებთ – ხეზე დალპობა უწერია ამ ატამს . ვიცი რომ ბევრს ენატრება ატამი და არ აქვს, მე ვერ მოგიტანთ, ვისაც სურვილი გაქვთ მოდით და წაიღეთ უფასოდ” – წერს გიორგი მეტრეველი და მისამართსა და საკონტაქტო ინფორმაციასაც ურთავს პოსტს.

გურჯაანის რაიონი, სოფელი ვაზისუბანი;

592 61 51 22 – ამ ნომერზე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ატმის მეპატრონეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g