LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამოიჩინეთ სიფრთხილე, უამინდობის ფონზე იზრდება სხვადასხვა სტიქიური პროცესის განვითარების რისკი“ – მეტეოროლოგის გაფრთხილება

1843
2026-06-26_01-53-03_864370

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს გვიზიარებს.

„27-28 საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი. დასავლეთ საქართველოში ადგილობრივად ძლიერი ნალექია ნავარაუდევი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც.

ქვეყნის მასშტაბით პერიოდულად გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია შტორმული სიტუაცია.

უამინდობის ფონზე იზრდება სხვადასხვა სტიქიური პროცესის განვითარების რისკი, მათ შორის მდინარეებზე წყლის დონის მატების, მეწყრული და ღვარცოფული პროცესების გააქტიურების შესაძლებლობა.

გაითვალისწინეთ შესაბამისი რეკომენდაციები, გამოიჩინეთ სიფრთხილე და თვალყური ადევნეთ პროგნოზის ოფიციალურ წყაროებს“, – წერს კობა ფარტენაძე.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები