ის გაგაღვიძებთ მაშინ, როცა გამოიძინებთ და ყავასაც მოგიდუღებთ.
კიდევ ერთი სიახლე კომპანიისგან SAMSUNG. გაჯეტი სახელად Samsung Sleep Sense განკუთვნილია თქვენი ძილის ანალიზისთვის. მოწყობილობა სპეციალური სენსორებით აღრიცხავს ძილის ფაზებს, გულის ცემას, სუნთქვის სიხშირეს და ასევე აფიქსირებს მოძრაობებს საწოლში. ინფორმაცია გადამუშავდება და გაჯეტის მფლობელი, სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, მიიღებს რჩევებს, თუ როგორ გაიუმჯობესოს ძილი დამოუკიდებლად, სპეციალისტების ჩარევის გარეშე.
იმისათვის, რომ მოწყობილობა ამუშავდეს, საჭიროა მისი ლეიბის ქვეშ მოთავსება. რაც მთავარია, გაჯეტი იმდენად ჭკვიანია, რომ თავისუფლად შეუძლია ინტეგრირება სახლის ელექტრო მოწყობილობებთან. მაგალითად შეუძლია გამორთოს ტელევიზორი, ჩააქროს შუქი ან თუნდაც, სანამ თქვენ გძინავთ, ყავის აპარატიც ჩართოს.
