LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამოიხატა დეპრესიის გართულება – ანორექსია, მას უნდა საკვების მიღება, მაგრამ ვერ იღებს, ეს იწვევს საკუთარი კუნთების განლევას“ – ექიმი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

135
გრიგოლ

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმმა გიორგი გრიგოლიამ დაწვრილებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტს კომპლექსური მკურნალობა სჭირდება.

„დღეს გავასაჯაროეთ ჩვენი დასკვნა, რომელშიც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სამთვე ნახევრის განმავლობაში არის მკვეთრად დამძიმებული. თუ მაშინ ვწერდით, რომ მისი მდგომარეობა არის საყურადღებო, დღეს შეიძლება ითქვას რომ არის მძიმე. ის ძირითადი დიაგნოზი, რაც ჰქონდა დასმული – პოსტტრამვული სტრესული აშლილობა არის გაღრმავებული, დეპრესია არის საშუალოს და მძიმეს შორის. გამოიხატა დეპრესიის გართულება ანორექსია. ეს არ არის განძრახ შიმშილი, ეხლა მას უნდა საკვების მიღება, მაგრამ ვერ იღებს. ცილოვანს ვერ იღებს, ეწყება გულისრევები. ეს იწვევს საკუთარი კუნთების განლევას. ბოლო ერთი თვეში დაკარგული აქვს 8 კილოგრამი, ეს არ არის წონის კატასტროფული ვარდნა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს არის კუნთების ხარჯზე, არის მძიმე გართულება. მისი მდგომარეობა აისახება ლაბორატორიულ კვლევებშიც, მას აქვს ალბუნილის ნაკლებობა.
დღეს ეს არის ქრონიკული პროცესი, მაგრამ ცილების განლევა იწვევს, მისი იმუნიტეტის დასუსტებას, მიდრეკილი ხდება სხვადასხვა ინფექციებისკენ.

იმ პირობებში, სადაც იმყოფება, ძალიან ძნელად დასაჯერებელია, რომ მოხდეს მისი მდგომარეობის გაუმჯობესება. მისი საწყისი დიაგნოზია, პოსტრავმული სტრესული აშლილობა, რომელიც მიიღო ამ დაწესებულებაში. დიდხანს შიმშილობდა, მიაყენა საკმაოდ დიდი ზიანი ორგანიზმს. ვინაიდან სტრესი არ მოიხსნა, ეს გადაიზარდა სპეციფიკურ და არაიშვიათ დაავადებაში. ამ აშლილობის მკურნალობა სამი კომპონენტისგან შედგება – პირველი – გარემოს შეცვლა, რომ სტრესი მოიხსნას, მეორე – ფსიქო-ნერვოლოგიური დახმარება და მესამე -მედიკამენტოზული დახმარება. ახლა სადაც არის და გორშიც, ამ სამი კომპონენტიდან ის იღებდა მხოლოდ მედიკამენტოზურ მკურნალობას, ეს არის მესამე ხარისხოვანი, ამ კომპლექსულ მკურნალობაში, პირველი ორი არის გამოთიშული“, – განაცხადა ანესთეზიოლოგმა ტელეკომპანია პირველის ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g