LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გამოირჩევა ძალადობრივი და პრორუსული მოწოდებებით” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს რატომ არ უშვებს ბრიფინგებზე “ალტ-ინფოს”

163
სალომე ზურაბიშვილი ალტ-ინფო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „ალტ-ინფოს“ ორბელიანების სასახლეში 9 და 11 აპრილს გამართულ ღონისძიებებზე დასასწრებად აკრედიტაციაზე უარი უთხრა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტელეარხმა, გაავრცელა.

ფაქტი “ფორტუნას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს და განმარტეს, რომ  ბრიფინგებზე ალტ-ინფოს არდაშვების მიზეზი, არხის სიძულვილის ენა და პრორუსული მოწოდებებია.

,,ალტ-ინფო” გამოირჩევა ძალადობრივი და პრორუსული მოწოდებებით.

სისტემატურად იყენებენ სიძულვილის ენას და გამოხტავენ აგრესიულ ძალადობრივ განწყობებს“. – განუცხადეს „ფორტუნას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, 2021 წლის 5 ივლისს ძალადობრივი პლატფორმა „ალტ-ინფოს“ ორგანიზებით „თბილისი პრაიდის“ მარშის წინააღმდეგ აქცია გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეებმა მედიის 53 წარმომადგენელზე იძალადეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ “ალტ-ინფო“ ბრიფინგზე არ დაუშვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g