საქართველოს გამოკითხული მოსახლეობის 41% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 37% – ცუდად, ხოლო 12% – ძალიან ცუდად, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგშია აღნიშნული.
კვლევის თანახმად, მთავრობის საქმიანობას ყველაზე ცუდად თბილისში აფასებენ – 60 პროცენტი, ხოლო 34 პროცენტი კარგად აფასებს.
ეს მონაცემი დიდ ქალაქებში შემდეგნაირად გადანაწილდა: მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს გამოკითხული მოსახლეობის 55 პროცენტი, კარგად -37 პროცენტი. პატარა ქალაქებში 41 პროცენტი ცუდად აფასებს, 52 პროცენტი -კარგად.
მთავრობის საქმიანობას სოფლებში 43 პროცენტი ცუდად აფასებს, 48 პროცენტი -კარგად .
რაც შეეხება უმცირესობათა დასახლებას, კვლევის თანახმად, 36 პროცენტი მთავრობს საქმიანობას ცუდად აფასებს, 57 პროცენტი -კარგად.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.
