LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოკითხულთა 44%-ს არ სურს, მეზობლად ჰომოსექსუალი წყვილი ცხოვრობდეს

77

ქართველ ახალგაზრდებში ყველაზე ნაკლებ ნდობას ლგბტ საზოგადოება იმსახურებს, ამის შესახებ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიშშია ნათქვამი.

„ეს არის ერთადერთი შედეგი, რომელიც უნდობლობის ნიშნულის ქვემოთა (5 აღნიშნავს ცენტრს). სოციალური დისტანციის მნიშვნელოვანი დონე იკვეთება ჰომოსექსუალებთან მიმართებაში – გამოკითხულთა 44% აღნიშნავს, რომ ის არ იქნებოდა ბედნიერი, თუკი ჰომოსექსუალი წყვილი იცხოვრებდა მის მეზობლად. გამოკითხულთა 45% ინდიფერენტულია და არ ინტერესდება ამ საკითხით,“ – ნათქვამია კვლევაში.

ამავე დასკვნის თანახმად, ღირებულებების გლობალურ დონეზე, საქართველო უფრო მეტად იხრება ტრადიციული ფასეულობებისა და თვითგადარჩენისკენ. ტრადიციული ღირებულებების დომინანტურობა, შესაძლოა, აიხსნას ტრადიციული სოციალური გარემოს გავლენით, რომელშიც ახალგაზრდები ახდენენ სოციალიზაციას მათ ბავშვობასა და ახალგაზრდობაში. მათ შეხედულებებზე ასევე დიდ გავლენას ახდენენ სხვა სოციალური ჯგუფები და უფროსი თაობა. ტრადიციული ღირებულებები ძირითადად აკუმულირდება ოჯახში, რამდენადაც ოჯახი ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები