LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოკითხულთა 54%- ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სამუშაო ადგილებია – NDI

62

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ხუთეული ეკონომიკური ხასიათისაა.

კერძოდ, გამოკითხულთა 54% მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ასახელებს სამუშაო ადგილებს, 35% – ფასების ზრდას/ინფლაციას, 30% – სიღარიბეს, 25% – პენსიებს, 23% – ხელმისაწვდომ ჯანდაცვას. მხოლოდ შემდეგ მოდის ტერიტორიული მთლიანობა 23%-ით.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g