საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) უახლესი საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები არ უჭერენ მხარს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნას. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია. დოკუმენტის მიხედვით, გამოკითხულთა 78% წინააღმდეგია რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის, ბიზნესის რეგისტრაციის ან ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ.
საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ვიზის გარეშე შემოსვლას მხარს უჭერს IRI-ს მიერ გამოკითხულთა 14%.
თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მოიპოვებს, გამოკითხულთა 64% პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობას/მმართველ პარტიას აკისრებს - IRI
„8% - ოპოზიციური პარტიებს, ხოლო 6% - ევროკავშირს“.
ასევე, რუსების მხრიდან საქართველოში ბიზნესის რეგისტრირების მომხრეა გამოკითხულთა 8%, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ქონების შესყიდვის მომხრეა 5%, ხოლო არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილს (რუსების მხრიდან ბიზნესის რეგისტრაციას, ქონების შესყიდვას და საქართველოში უვიზოდ შემოსვლას) მხარს არ უჭერს 78%. აღსანიშნავია, რომ რესპონდენტებს ჩამოთვლილი პასუხებიდან რამდენიმეს შემოხაზვის შესაძლებლობა ჰქონდათ.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმეტესობის შეფასებით, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესებულია.
კითხვაზე, როგორ შეიცვალა ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში ბოლო 12 თვის განმავლობაში, 31% პასუხობს, რომ ძალიან გაუარესდა, 30%-ის აზრით გარკვეულწილად გაუარესდა, 26% კი მიიჩნევს, რომ უცვლელი დარჩა.
IRI-ის კვლევა: გამოკითხულთა 85% სრულად ან მეტ-ნაკლებად მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს
მათ შორის, 60%-ის მხარდაჭერა უცვლელია თუნდაც ეს არჩევანი განაპირობებდეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტას.
ქვეყანაში არსებულ მთავარ გამოწვევებს შორის ტრადიციულად უმუშევრობა, მაღალი ფასები და სიღარიბე სახელდება.
გამოკითხულთა 85% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. მათ შორის, 60% ის მხარდაჭერა უცვლელია თუნდაც ეს არჩევანი განაპირობებდეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტას.
IRI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში. საველე სამუშაოები კომპანია IPM-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში. მრავალეტაპიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1500 სრულწლოვანი მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.