„ლელოს“ ერთ-ერთი წევრმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში მის შესახებ, საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ დეტალებზე ისაუბრა. კითხვაზე, არის რაიმე ისეთი, რისი გაგებაც გააოცნებთ ადამიანებს, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ მას ძალიან სურდა ბალერინობა.
„ბალეტის სკოლაში ვსწავლობდი კიდევ, ოღონდ გამომაგდეს, უპერსპექტივო ვიყავი, არ მქონდა მონაცემები, თუმცა რამდენიმე წელი დავდიოდი ბალეტზე, ერთი წელიწადი ქორეოგრაფიულშიც ვისწავლე, თუმცა შემდეგ კურსზე ვერ მოვხვდი. ძალიან დამწყდა გული. მაშინ ვერ წარმომადგინა რამე ვყოფილიყავი, გარდა ბალეტის მოცეკვავისა, ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. პუანეტები გულში მქონდა ჩახუტებული და ისე მეძინა ღამე.
შემდეგ ამერიკაში, კოლეჯში რომ ვსწავლობდი, აღმოვაჩინე, რომ არის ბალეტის კურსები და უბრალოდ, ჩემთვის მოყვარულ დონეზე დავდიოდი თანამედროვე და კლასიკური ბალეტის კურსებზე“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.