დიზაინერი ქეთი მექერიშვილი მომხმარებელს ფერადი მინისგან შექმნილ სუვენირებსა და ინტერიერის გასაფორმებელ დეტალებს სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას დიზაინერმა განაცხადა, პროდუქცია ფერადი მინისგან მზადდება.
მისივე თქმით, დიდი არჩევანია სუვენირებზე, რომელთა ფასიც 10 ლარიდან 2500 ლარამდე მერყეობს, მასში შედის: საათები, სარკეები და სხვადასხვა სამკაულები.
”ერთი დეტალიც კი საკმარისია, რომ ინტერიერს განსაკუთრებული და საინტერესო ელფერი შევძინოთ. მთავარია გემოვნება და ფანტაზია, ტექნოლოგია კი, ნებისმიერი სირთულის განხორციელების საშუალებას იძლევა”, – აღნიშნა დიზაინერმა.
დიზაინერმა ჩვეთან საუბარში აღნიშნა ისიც, რომ აღნიშნული პროდუქციის განსაკუთრებულობა მის ექსკლუზიორობაშია, ინტერიერი ვისაც ასეთი დეტალით ექნება გამდიდრებული, დარწმუნებული იქნება, რომ ის მხოლოდ მისია და მსგავი არსად არსებობს.
შეგახსენებთ, რომ ნამუშევრის თითოეული მილიმეტრი ხელით, ავტორის მიერ არის დამუშავებული.
სასურველი დეტალისა თუ სუვენირის შეძენა ონლაინ შეკვეთით ან ადგილზე მისვლით, ვეკუას N3 (სავაჭრო ცენტრი GTC )შეგიძლიათ.
