LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამომყევი აჭარაში“ კამპანიის შედეგები 80 მილიონს აღწევს – აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

461
აჭარის ტურიზმი

შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანია „გამომყევი აჭარაში“ აქტიურ ფაზაშია და კამპანიის ფარგლებში, აჭარაზე გამოქვეყნებული პოსტების წვდომები უკვე 80 მილიონს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 30-ამდე „ინფლუენსერი“, კონტენტ-კრეატორი და ფოტოგრაფი თვეზე მეტია აჭარაში მოგზაურობს და თავიანთ შთაბეჭდილებებს ასიათასობით შიდა ტურისტს უზიარებს.

„გასული წლის მსგავსად, კონკურენცია მთავარი პრიზის მოსაპოვებლად წელსაც დიდია. კამპანიის დასრულებამდე ორი კვირა რჩება, რის შემდეგაც მოხდება აჭარაში მოგზაური ინფლუენსერების შედეგების ანალიზი და გამოვლინდებიან გამარჯვებულები. კამპანიის მიზანი აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/„ინფლუენსერების“ ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.

კამპანია „გამომყევი აჭარაში“ პირველად გასულ წელს ჩატარდა. ორთვიანი კამპანიისას, ბლოგერების მიერ აჭარის შესახებ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულმა კონტენტმა ასიათასობით ქართველს გააცნო რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები. კამპანიაში 50-ამდე მონაწილე დარეგისტრირდა, თუმცა მათ შორის ყველაზე კარგი შედეგები იმ ცნობილმა ბლოგერ-„ინფლუენსერებმა“ აჩვენეს, რომლებიც აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებსა და რეკომენდაციებს აქტიურად უზიარებდნენ ასიათასობით გამომწერს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g