LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამომყევი აჭარაში“ პროექტში რეგისტრაცია დაწყებულია

124
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (3)

შიდა ტურიზმის მასტიმულირებელი კამპანია „გამომყევი აჭარაში“ დაიწყო. ქართველ ბლოგერებს, მოგზაურებს, ინფლუენსერებს, ფოტოგრაფ/ვიდეოგრაფებს, ცნობილ სახეებს საშუალება ეძლევათ იმოგზაურონ აჭარაში და მოიგონ კამპანიის მთავარი პრიზი 100, 000 ლარი. პროექტში მონაწილეების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.

ვებგვერდზე followajara.ge. ამ ეტაპზე 30-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული. მხოლოდ ტიკტოკზე კამპანიის ჰეშთეგით #გამომყევიაჭარაში გამოქვეყნებულ კონტენტს უკვე მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

„გამომყევი აჭარაში“ კამპანიის მიზანია აჭარის, როგორც მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა. პროექტი თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ყველა ბლოგერსა თუ ინფლუენსერს დარეგისტრირდეს პროექტში, აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებები გაუზიაროს გამომწერებს, რეგიონზე გამოქვეყნებული პოსტებით დააგროვოს მაქსიმალური წვდომა და გახდეს პროექტის გამარჯვებული.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად ონლაინ რეგისტრაცია საჭიროა ვებ-გვერდზე followajara.ge. რეგისტრაციის გავლის შემდეგ მონაწილეს შემთხვევითობის პრინციპით მოუწევს „სამოგზაურო პაკეტი“, რომელშიც წინასწარაა განსაზღვრული აჭარაში მონაწილის მიერ გადასაღები სამთო და საზღვაო ტურისტული ადგილები/ობიექტები.

კამპანიისას მონაწილეებისთვის განაწილებული ადგილები შედგენილია „აჭარის ტურისტული ანბანის“ პროექტის მიხედვით. მასში შესულია რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში არსებული ძირითადი, ცნობილი თუ ნაკლებცნობილი ტურისტული ადგილები, პროდუქტები და ობიექტები.

აუცილებელია, უკვე რეგისტრირებულმა მონაწილეებმა კამპანიის პერიოდში იმოგზაურონ აჭარაში, მოინახულონ “სამოგზაურო პაკეტში” მითითებული ადგილები, თითოეულ ადგილზე შექმნან აჭარაში მოგზაურობასთან დაკავშირებული, შიდა ტურისტების მასტიმულირებელი კონტენტი და განათავსონ სოციალურ ქსელებში ჰეშთეგით #გამომყევიაჭარაში.

კამპანიის მთავარი პრიზის 100, 000 ლარის მოსაგებად აუცილებელია, მონაწილემ კამპანიის პერიოდში აჭარაზე გამოქვეყნებული პოსტებით, ვიდეოებითა და რილსებით დააგროვოს მაქსიმალური წვდომა (Reach), რაც ჯამში უნდა აღემატებოდეს 10 მილიონ წვდომას. გამარჯვებულის შემდეგ მაქსიმალური წვდომების მქონე ხუთეული მიიღებს 20,000 – 20,000 ლარს, ამ შემთხვევაში 10 მილიონიანი წვდომის ბარიერის გადალახვა საჭირო აღარაა. პროექტი 1 აგვისტოს დაიწყო და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები