LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამორჩეული ქართული ღვინოები“ – დეგუსტაცია ლიტვაში

34

ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში ბალტიისპირეთის ქვეყნების ყველაზე მასშტაბური ღვინის გამოფენა VYNO DIENOS (ღვინის დღეები) ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც სპეციალური ღონისძიება – „გამორჩეული ღვინოები საქართველოდან“ გაიმართა.

პრეზენტაცია-დეგუსტაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი გიორგი თევზაძე უძღვებოდა. პრეზენტაციაში „საქართველო – 8 ათასი რთველი“ ძირითადი აქცენტი გაკეთდა ქართულ მეღვინეობის უძველეს ტრადიციაზე, ქართული ჯიშების მრავალფეროვნებაზე, ღვინის დაყენების ქართულ მეთოდებზე და ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდზე, რომელსაც 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში მონაწილეობდა ქართული ღვინის მწარმოებელი 6 კომპანია: „ვაინმენი“, „კახური“, „ვინივერია“, შპს „ქინძმარაული“, „როიალ ხვანჭკარა“ და „დუგლაძეების ღვინის კომპანია“.

 

ლიტვა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში შედის.  2015 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 658 ათას ბოთლზე მეტი ღვინო, რაც  4%-ით აღემატება 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში კი – 183 ათასი ბოთლი, რაც 37%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის ექსპორტის მაჩვენებელზე.

გამოფენა VYNO DIENOS უკვე მეთორმეტედ, ტრადიციულად ვილნიუსის ყველაზე დიდ საგამოფენო ცენტრ LITEXPO-ში გაიმართა. გამოფენას 4 ათასამდე დამთვალიერებელი ჰყავდა – ადგილობრივი სომელიეები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები, ღვინის ექსპერტები, ჟურნალისტები, ბლოგერები და სხვა სტუმრები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები