LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამორჩეული საჩუქრები, რომლებიც ცნობილმა ქართველმა მამაკაცებმა საყვარელ ქალებს მიუძღვნეს

3647
BeFunky-collage

წარმოგიდგენთ ხუთ უჩვეულო და განსაკუთრებულ საჩუქარს, რომლებიც ცნობილმა ქართველმა მამაკაცებმა საყვარელ ქალებს მიუძღვნეს.

 

დავით სარაჯიშვილი

გაზეთი “თავისუფალი საქართველოს” ფოტოარქივი

 

ეს სასახლე, რომელიც გერმანელმა არქიტექტორმა კარლ ცაარმა ააშენა, ქართველმა მეცნიერმა და მეწარმემ დავით სარაჯიშვილმა მეუღლეს ეკატერინა ფორაქიშვილს აჩუქა. სარაჯიშვილი ცნობილია როგორც კონიაკის ბიზნესის დამფუძნებელი. ის რუსეთის იმპერიაში პირველი იყო, ვინც კონიაკის დამზადება ყურძნის სპირტის კავკასიური მთის მუხის კასრებში დაძველებით დაიწყო.

ეკატერინე და დავითი 31 წელი იყვნენ დაქორწინებული, მაგრამ შვილები არ ჰყავდათ. მათი გარდაცვალების შემდეგ, ახლობლებმა სასახლე გაყიდეს (2018 წელს).

დავით სარაჯიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინა ფორაქიშვილი

 

ამ სასახლეს სხვადასხვა წლებში ისეთი გამორჩეული ადამიანები სტუმრობდნენ, როგორებიც არიან მაქსიმ გორკი, სერგეი ესენინი, ვლადიმერ მაიაკოვსკი, მიხაილ ბულგაკოვი და ოსიპ მანდელშტამი.

 

ნიკო ფიროსმანი

ამბობენ, ერთ დილას სასტუმროს წინ, სადაც მსახიობი მარგარიტა დე სევრი იმყოფებოდა, წითელი ვარდებით დატვირთული ურმების გრძელი ქარავანი გამოჩნდა. მსვლელობას გვერდით ფიროსმანი მიჰყვებოდა, რომელსაც ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ თავისი პატარა დუქანი ჰქონდა. ახლა კი მთელი თავისი ქონების სანაცვლოდ “ყვავილების მთელი ზღვა” ეყიდა…
როგორც ამბობენ, ნიკო ფიროსმანმა მარგარიტა სცენაზე იხილა თუ არა, თავი ვერ შეიკავა და ხმამაღლა წამოიძახა: “საოცრებაა! ქალი კი არა, ნამდვილი მარგალიტია!”

ამ ამბის გაგრძელება კი რამდენიმე ვარიანტადაა ცნობილი: მარგარიტამ სასტუმროს ოთახის ფანჯრიდან ყვავილების უგრძესი ხალიჩა დაინახა და ფიროსმანს გაოგნებულმა მიმართა: “შენ დუქანი იმიტომ გაყიდე, რომ ეს მშვენიერი ვარდები ჩემთვის მოგერთმია? ამას ჩემს ცხოვრებაში არ დავივიწყებ, ჩემო რაინდო!” ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ ვიღაც მდიდარ ჩინოვნიკთან ერთად თბილისიდან გაემგზავრა.

ამ ლეგენდის მეორე ვარიანტი ასეთია: როდესაც მსახიობ ქალს “მილიონი წითელი ვარდი” გაუგზავნა, ფიროსმანი უკანასკნელი გროშებით დუქანში დასალევად წავიდა. გულაჩუყებულმა მარგარიტამ მას სხვისი ხელით ბარათი გაუგზავნა, რომელშიც მისვლას სთოვდა. ფიროსმანი იპოვეს, თუმცა უგონოდ მთვრალს ვერ გააგებინეს, მისგან რა უნდოდათ. ხოლო, როდესაც მან სასტუმროში მისვლა შეძლო, მსახიობი იქ აღარ დახვდა. გასტროლები დასრულდა და მარგარიტა თბილისიდან გაემგზავრა.

ფიროსმანის შემოქმედების მკვლევართა აზრით, ფრანგი მსახიობი ქალის მიმართ მხატვრის სიყვარულის ამბავი მხოლოდ ლამაზი ზღაპარია. სინამდვილეში არც ქონება გაუყიდია ვინმეს, არც ვარდების ზღვა ყოფილა და ფიროსმანი მარგარიტა დე სევრს პირადად არც იცნობდა. ნიკო ფიროსმანის ცხოვრებაში სულ სხვა დრამა დატრიალდა. თუმცა, ერთი რამ ნამდვილად მართალია: ბედნიერი სიყვარული გენიალურ მხატვარს არასოდეს ღირსებია.

 

ირაკლი თოიძე

ქართველმა მხატვარმა ირაკლი თოიძემ ცნობილი პლაკატი  “დედა-სამშობლო გვიხმობს!” ეროვნებით რუს მეუღლეს, თამარა თეოდოროვნას, მიუძღვნა. უფრო მეტიც, სწორედ ის გახდა დედის სიმბოლო.

ომის დაწყების დღეს ირაკლი თავის სახელოსნოში მუშაობდა. ახსოვს, როგორ მოულოდნელად გაიღო კარგი და ოთახში მისი ცოლი შემოვარდა. “ომი!” – იყვირა მან და ხელით ღია კარისკენ მიუთითა. სწორედ იმ მომენტში გახდა ცნობილი, რომ გერმანია საბჭოთა კავშირზე თავდასხმას აპირებდა.

მხატვარს არასოდეს უნახავს ცოლი ასეთი აღელვებული. შეშინებულ, შეშფოთებული და დაბნეულ სახეზე ეწერა: “სასწრაფოდ რაიმე უნდა მოვიმოქმედოთ!”

პლაკატი ისეთი შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ ნამდვილი შედევრი გახდა. ერთი თვის შემდეგ, ის მთელმა ქვეყანამ იხილა და მილიონობით ეგზემპლარად დაიბეჭდა.

 

ჯორჯ ბალანჩინი

ჯორჯ ბალანჩინი, რომელიც გიორგი ბალანჩივაძედ დაიბადა, ქართული წარმოშობის ქორეოგრაფი და ამერიკული ბალეტის წამომაწყებია. იგი ხუთჯერ იყო დაქორწინებული, თუმცა შვილები არ ჰყავდა. მთელი თავისი ბალეტები, 425 კომპოზიცია, ნიუ-იორკის საბალეტო დასს, რამდენიმე კი ყოფილ მეუღლეს აჩუქა.

ერთი ფაქტი დიდი ქორეოგრაფის ბიოგრაფიიდან: ევროპაში, საფრანგეთში მუშაობის დროს, მან გვარის შეცვლა გaდაწყვიტა. ჯორჯმა ამის შესახებ თბილისში მამას მისწერა: “ისინი ამბობენ, რომ უკვე ძალიან პოპულარული გავხდი და იმისთვის, რომ ჩემი სახელი ხალხმა ადვილად დაიმახსოვროს, ვფიქრობ, შევამოკლო და ბალანჩინი გავხდე. ქორეოგრაფის მამამ, ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორმა მელიტონ ბალანჩივაძემ, ასე უპასუხა: ”თუ მართლა პოპულარული გახდი, შენს სახელს მაინც დაიმახსოვრებდნენ”.

ჯორჯ ბალანჩინი ნამდვილად წარამტებული და პოპულარული გახდა. მან ათობით ბრწყინვალე სპექტაკლი დადგა და მისმა “მაკნატუნებამ”, ამერიკის მასშტაბით უდიდესი წარმატება დაიმსახურა. 1960-იანი წლებიდან დღემდე, “მაკნატუნა”  საშობაო ტრადიციად იქცა მთელს ამერიკაში.

 

ბიძინა ივანიშვილი

თბილისში, სოლოლაკის რაიონში, ერთერთი სასახლის ფანჯრებიდან, ყვავილებითა და ხეებით სავსე გორაკის ხედი იშლება. მასზე ქანდაკება დგას, რომელიც ოთხი ასოგან “LOVE” შედგება, რაც ქართულად სიყვარულს ნიშნავს. სასახლის მეპატრონე, ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია. მან ეს ქანდაკება საყვარელ მეუღლეს ეკატერინა ხვედელიძეს მიუძღვნა.

ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან, ეკატერინა ხვედელიძესთან ერთად

 

ინგლისური სიტყვის “LOVE” ქანდაკების ავტორი, ამერიკელი მხატვარი, მოძრაობა პოპ-არტის წარმომადგენელი რობერტ ინდიანაა.

magti 5g