LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გამორიცხული არ არის, რომ ლუკა შემთხვევით ჩამოვარდნილიყო“ – დეკანოზი ჯაღმაიძე გარდაცვლილ მოზარდზე

1049
ანდრია

უკვე ცნობილია, რომ 15 წლის ლუკა სირაძეს, პატრიარქის კურთხევით, წესს აუგებენ. ამ საკითხზე საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა დაწერა. დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მოგვიანებით კი განაცხადა, რომ დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა, რომ 15 წლის მოზარდმა თავი გადმოიგდო.

გამორიცხული არ არის, რომ ლუკა შემთხვევით გადმოვარდა და მას თვითმკვლელობის მცდელობა არ ჰქონია. დღეს მის დედასა და ძმასთან საუბრიდან გამოჩნდა, რომ დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა, რომ მან თავი გადმოიგდო. არსებობს მოსაზრება და გამორიცხული არ არის, რომ ლუკა შემთხვევით ჩამოვარდნილიყო“– აცხადებს ჯაღმაიძე.

15 წლის ლუკა სირაძეს წესს აუგებენ - საპატრიარქოს განცხადება

„15 წლის ლუკა სირაძისთვის წესის აგებაზე არ იქნება დაბრკოლება“

მან აღნიშნა, რომ გარდაცვლილი მოზარდისთვის წესის აგების პრობლემა არ იქნება. მისი თქმით, მოძღვარმა შვიდგზის ზეთისცხების მსახურება შეასრულა საავადმყოფოში ლუკასთვის, შესაბამისად მას შენდობის ლოცვაც წაუკითხა. 

15 წლის მოზარდი, რომელმაც თვითმკვლელობა , სავარაუდოდ, პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ სცადა, იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g