LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამორიცხული არაა, 50-მდე დეპუტატი აღმოჩნდეს, რომელიც საგამოძიებო კომისიას შექმნის – რომან გოცირიძე

156
gocirize

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „ქართული ოცნებიდან“ ხალხი გარბის, გამორიცხული არ არის, რომ 50-მდე დეპუტატი აღმოჩნდეს, რომელიც საგამოძიებო კომისიას შექმნის, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს.

მისივე თქმით, თუ უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი კიდევ ერთხელ დააფარებენ ხელს დამნაშავეებს.

“ფაქტობრივად, ისინი ხელს შეუწყობენ ბიზნესის დატერორების კამპანიის გაგრძელებას. ერთადერთი გამოსავალი არის სწორედ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „ქართული ოცნებიდან“ ხალხი გარბის, გამორიცხული არ არის, რომ 50-მდე დეპუტატი აღმოჩნდეს, რომელიც ამ კომისიას შექმნის, ” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g