LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამორიცხული არაფერია და ყველაფერი წინაა“ – კახა კალაძე მესამე ვადით დედაქალაქის მერად არჩევაზე

169
კახა_კალაძე_159874562

თბილისის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ დედაქალაქის მერი მესამე ვადით გახდეს. აღნიშნულის შესახებ მან დღეს მედიასთან ისაუბრა. „გამორიცხული არაფერია და ყველაფერი წინაა“, – თქვა კალაძემ.

კითხვაზე, „ხომ არ იგეგმება, რომ ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გახდეს“, კალაძემ თქვა, რომ დედაქალაქის მერის უფლებამოსილება 2025 წლამდე აქვს, მისი გადადგომის შემთხვევაში კი დედაქალაქის მერის არჩევნების ჩატარება იქნება საჭირო.

„დედაქალაქის არჩეული მერი ვარ და დღეს რომ გადავდგე, არჩევნები უნდა ჩატარდეს. 2025 წლამდე მაქვს ჩემი უფლებამოსილება. უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ ამ ქალაქს ვემსახურო, ბევრი პროექტი გვაქვს დაწყებული, ბევრი რეფორმა გვაქვს განსახორციელებელი და სამომავლოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები და პროექტები გვაქვს, რომელიც დედაქალაქს უკავშირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g