LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოუშვით ვახო სანაიაზე თავდამსხმელები… გაფრთხილებთ, ყველაფრის პარალიზებას მოვახდენთ – უცნობი სანაიას წინააღმდეგ

163
ucnobi da vaxo

გია გაჩეჩილაძე პროკურატურას მიმართავს, სანაიაზე თავადასხმაში ბრალდებული 3 პირი გირაოთი გაათავისუფლოს, თორემ მაგისტრალებს გადაკეტავს.

„მინდა, მივმართო პროკურატურას, გირაოთი გამოშვების შუამდგომლობა დააყენოს, თორემ აუცილებლად მოგიწევთ. არ ვაპირებ არანაირი მიტინგების ჩატარებას და მეგაფონებით სირბილს, ერთადერთ რაღაცას რასაც ვაპირებ – მოსვლას, დგომას და თუ რამე იქნება ისეთი, მაგისტრალების გადაკეტვიდან დაწყებული, ყველაფერს, ასე, მდუმარედ. სანამ ადამიანების გულებში არ აღიძვრება სამართლიანობის მომენტი.

გაფრთხილებთ, დაიკეტება ყველაფერი, პარალიზება მოხდება.

29-ში არის მოსალოდნელი პროტესტი, მდუმარე პროტესტი. უბრალოდ ქმედება იქნება, სიტყვები და ლაი-ლაი არ იქნება მდუმარე პროტესტია მოსალოდნელი და აუცილებლად ჩვენ ჩვენ საქმეს გავაკეთებთ. ჩვენ არ დავტოვებთ არავის უსამართლოდ სისტემის წინააღმდეგ, ეს იქნება დების და ძმების პროტესტი, ვისაც გული შესტკივა ამ საშინელ უსამართლობაზე”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, „ფორმულას“ ჟურნალისტ ვახო სანაიას 25 თებერვალს თავს დაესხნენ. თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს – სულიკო საყევარაშვილს, გიორგი სახელაშვილსა და ვაჟა გიგაურს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ისინი სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე დააკავეს.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g