გადაცემას ”რადიო დუეტი” ჯგუფი ”გამოუვალი მდგომარეობა” ესტუმრა.
ქართული ალტერნატიული ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობა” 2012 წლიდან, საქართველოში ყველაზე რეიტინგული სერიალის “ჩემი ცოლის დაქალების” პერსონაჟის, ირაკლი ხურცილავას (ვანიკო თარხნიშვილი) ბენდია.
ჯგუფი ასრულებს ქართული 70-80-90-იანი წლების ცნობილი კომპოზიციების ქავერებს. ჯგუფმა შექმნა თავისი განსაკუთრებული ჟღერადობა და გამოირჩევა ორიგინალური ტექსტებით. ჯგუფის რეპერტუარში რამოდენიმე საკუთარი სიმღერაც შედის.
ჯგუფის წევრები არიან: ვანიკო თარხნიშვილი – ვოკალი, დავით გაბუნია – ვოკალი, გიტარა, პაპუნა ჟამიერაშვილი – დრამი, ოთო ხმალაძე – კლავიში, გიორგი გობეჯიშვილი – ბასი, შოთარი დარახველიძე – გიტარა, გიორგი გაბრიელაშვილი – საყვირი.
– როგორ ხართ?
ვანიკო: – ვმუშაობთ, ვემზადებით კონცერტისთვის…
– რატომ დაირქვით ასეთი სახელი?
ვანიკო თარხნიშვილი: – ჯგუფის იდეა ჩემი არ არ არის, ის სერიალისთვის შეიქმნა. სახელიც მიშა მშვილდაძემ მოიფიქრა, თუ არ ვცდები. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და თუკი მოინდომებ გამოსავალს ყოველთვის ნახავ.
– რამდენი სიმღერა გაქვთ მთლიანობაში?
დავით გაბუნია: – 30 სიმღერამდე დაგვიგროვდა უკვე.
ვანიკო: – სიმღერებს ძირითადად დათო წერს, დანარჩენები ვეხმარებით. სიმღერების არჩევაზე ბევრი ადამიანი მუშაობს.
– რომ არა სერიალი, გააგრძელებს თუ არა ჯგუფი მოღვაწეობას?
ვანიკო: – კი, უკვე ვართ კიდეც ცალკე. გვაქვს გამოსვლები. 7 ივნისს გვაქვს ფილარმონიაში კონცერტი. ეს იქნება ჩვენი ალბომის ”გამოსავალის” პრეზენტაცია-კონცერტი. ალბომიდან შესრულდება ყველა სიმღერა, ასევე ქავერებიც. ჩვენთან ერთად რობი კუხიანიძე, დათო ფორჩხიძე და ქეთა ორბელაძეც გამოვლენ. ბილეთის ფასი 20, 30, 40 ლარი გახლავთ. 40 ლარიანი ბილეთის ფასში შედის ჯგუფის ახალი ალბომის CD. ბილეთები გაიყიდება ფილარმონიის სალაროებში და ვებ გვერდზე: biletebi.ge
– უნდა გკითხოთ ოქროს ტალღაზეც…
ვანიკო: – გვიხარია რომ ვმონაწილეობთ და ველით შედეგებს.
აუდიო ჩანაწერი
გამოუვალი მდგომარეობა – ტრიალებს
ვიდეო კოლაჟი
გამოუვალი მდგომარეობა – ჩიტო გვრიტო. Live
ფოტოები
