LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამოვხატავთ სოლიდარობას ჩვენი ყოფილი მორაგბის, დაკავებული ანრი კვარაცხელიას მიმართ, მოვითხოვთ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებას! მოვუწოდებთ ყველა მორაგბეს, სპორტსმენსა და გულშემატკივარს, სპორტსმენების მარშზე შემოგვიერთდეს“ – რაგბის კლუბი „აკადემია“

185
ანრი კვარაცხელია

„რაგბის კლუბი „აკადემია“ გამოვხატავთ სოლიდარობას ჩვენი ყოფილი მორაგბის, ანრი კვარაცხელიას მიმართ, რომელიც დაკავებული იქნა საპროტესტო აქციაზე. ჩვენ მოვითხოვთ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!“ – აღნიშნულ განცხადებას რაგბის კლუბი „აკადემია“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

გავრცელებული მიმართვით რაგბის კლუბი მოუწოდებს მორაგბეებს, სპორტსმენებსა და გულშემატკივრებს, 28 დეკემბერს, თბილისში დაგეგმილ სპორტსმენების მარშს შეუერთდნენ:

„კატეგორიულად ვგმობთ მოქალაქეთა დევნას და მათზე ძალადობას! თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება მშვიდობიანი პროტესტისა და საკუთარი აზრის გამოხატვისთვის, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის გამყარებული.

ევროპული არჩევანი ჩვენი ქვეყნის მომავალია, და ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ იდეისთვის იბრძვის.

28 დეკემბერს თბილისში, სპორტსმენების მარში გაიმართება, რომელიც საერთო იდეების გარშემო გვაერთიანებს. მოვუწოდებთ ყველა მორაგბეს, სპორტსმენსა და გულშემატკივარს, შემოგვიერთდეს და ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი ხმა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის!“ – აღნიშნულია რაგბის კლუბ „აკადემიის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

🔷 რაგბის კლუბი „აკადემია“ გამოვხატავთ სოლიდარობას ჩვენი ყოფილი მორაგბის, ანრი კვარაცხელიას მიმართ, რომელიც დაკავებული…

Posted by Art Academy Rugby on ხუთშაბათი, 26 დეკემბერი, 2024

ცნობისათვის, საპროტესტო აქციების მონაწილე ანრი კვარაცხელია 5 დეკემბერს საკუთარ სახლში დააკავეს. მას გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

ფოტო სლაიდზე: „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“

magti 5g