კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს კიდევ 2 970 ადამიანით გაიზარდა.
გამოჯანმრთელებულთა რიცხვი შეადგენს 2 348-ს.
კოვიდინფექციით კიდევ 22 ადამიანი გარდაიცვალა.
სამთავრობო ვებგვერ Stopcov.ge-ზე მონაცემები ცოტა ხნის წინ განახლდა.
სტატისტიკური მონაცემები დღეს ასე გამოიყურება:
საქართველოში ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 63 650-ია. გამოჯანმრთელდა 47 390 ადამიანი. გარდაიცვალა 521.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 2 765 პირი იმყოფება.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 4 709 ადამიანი რჩება.