LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამოვთქვით მოლოდინი, რომ კიდევ ერთხელ შევხვდებით, ოღონდ ევროპაში რომლისკენაც ქართველი ხალხი იღვწის“ – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა პატიმრობაში მყოფი მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მოინახულეს

146
PACE ანდრო ჭიჭინაძესთან

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებმა პატიმრობაში მყოფი მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მოინახულეს.

შეხვედრის შემდეგ მსახიობის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, დარჩა შთაბეჭდილება, რომ დელეგაციის წევრები „საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და იმ უმძიმეს სურათს, რომელიც გვაქვს სწორად აფასებენ“.

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია გიორგი გახარიას სახლში ეწვია

როგორც ჭიჭინაძის ინტერესების დამცველმა აღნიშნა, შეხვედრაზე ანდრო ჭიჭინაძის გარდა, სხვა ათობით დაკავებულებზე და ასევე, ძალადობის მსხვერპლ ასობით ადამიანზე ისაუბრეს.

„პირველ რიგში, მოიკითხეს ანდროს მდგომარეობა, როგორ არის მსახიობი დღეს, როდესაც ოთხ კედელში არის გამოკეტილი და შემდეგ უკვე მოისმინეს უშუალოდ დეტალები როგორც საქმესთან დაკავშირებით, ასევე პროტესტთან დაკავშირებით. იმ პროტესტთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობას ჭიჭინაძე იღებდა.

„ყველა უსამართლოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს… ევროკავშირი სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვისკენ მოუწოდებს, დაუსჯელობა ვერ გაიმარჯვებს“ – ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ასევე მოისმინეს მისი ვარაუდები, მოლოდინები და ახსნა იმისა, მისი აზრით, რატომ არის პატიმრობაში, იმიტომ, რომ რეალურად, ამისთვის არ არსებობს, არც სამართლებრივი ბერკეტი და არც ფაქტობრივი მოცემულობა.

ანდრო ჭიჭინაძე: „ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არა მარტო წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს… ძალიან უცნაური პროცესია, ვერ ვხვდები, რა ხდება“

„სულ ვფიქრობდი, ეს შეგრძნება როგორ შეიძლება პრაქტიკაში გაცოცხლდეს-მეთქი და რაღაცნაირად მოხერხდა“ – თქვა მსახიობმა.

მნიშვნელოვანი იყო თვითონ პროცესი, იმიტომ რომ ანდრო არის სახე იმ ათასობით ადამიანის, რომელიც რუსთაველზე, თავისუფლების მოედანზე დგას.

ეს არის პროტესტის ტალღა, რომელიც იცავს ევროპულ მომავალს და გამოვთქვით ვარაუდი და მოლოდინი, რომ ამ ადამიანებს კიდევ ერთხელ შევხვდებით, ოღონდ ევროპაში რომლისკენაც იღვწის ქართველი ხალხი.“ – განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 10 იანვარს, საპროტესტო აქციებისას დაკავებული მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი მოსამართლე, ქეთევან ჯაჭვაძემ პატიმრობაში დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g