LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამთენიამდე სახლთან მოაწყვეს ჩასაფრება, სადარბაზო ააჭრელეს წარწერებითა და პლაკატებით.. ვარ მტკიცე როგორც არასდროს. გავიმარჯვებთ სახელოვნად“ – რატი ამაღლობელი

167
რატი ამაღლობელი

პოეტი რატი ამაღლობელი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის სახლთან გამთენიამდე ჩასაფრება მოაწყვეს.

მისი განცახდებით, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო წარწერებითა და პლაკატებით ააჭრელეს.

„ბევრი მირეკავს, მწერს, მეგობრებო კარგად ვარ, გამთენიამდე სახლთან მოაწყვეს ჩასაფრება, სადარბაზო ააჭრელეს წარწერებითა და პლაკატებით.
ძალიან მალე დამკვეთები შემსრულებლებთან ერთად დადგებიან და საკუთარი ხელით გაწმენდენ კედლებს, სადარბაზოებს. ვარ მტკიცე როგორც არასდროს. გავიმარჯვებთ სახელოვნად ❤️🇬🇪🇪🇺✊“, – წერს რატი ამაღლობელი.

პოპულარულები