„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ გარდაბანში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, მანქანის საბურავები დაუზიანეს.
ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„გამწარებული რუსული პარტია გამოიყურება ასე. გარდაბანში საბურავები დაგვიჭრეს.. იფიქრეს, დროს დაკარგავენ, ხალხს ვეღარ შეხვდებიან და ამის გარკვევას დაიწყებენო..
ხალხსაც შევხვდით, პრობლემებზეც ვისაუბრეთ, ახალი ოფისიც გავხსენით და რუსულ პარტიასაც გავისტუმრებთ ბევრი შრომით და ხალხთან ერთად ბრძოლით“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.
✅ გამწარებული რუსული პარტია გამოიყურება ასე ? გარდაბანში საბურავები დაგვიჭრეს … იფიქრეს დროს დაკარგავენ, ხალხს ვეღარ…
Posted by Levan Khabeishvili on სამშაბათი, 27 ივნისი, 2023