LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: ბავშვებში კორონავირუსი შესაძლოა დიარეით დაიწყოს

218
pjimage (1)

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი,  ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ტემპერატურის ქონის შემთხვევაში ამბოლატორიულ ცენტრებს მიმართონ. მისი თქმით, თუნდაც დაბალი ტემპერატურა შესაძლოა კორონავირუსმა გამოიწვიოს.

6 ახალი შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია – მარინა ეზუგბაია

ინფექციონისტმა ასევე აღნიშნა, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ბაშვებში კორონავირუსის პირველ სიმპტომად დიარეა ვლინდება.

“მინდა მოსახლოებას კიდევ ერთხელ ვთხოვო, როდესაც ტემპერატურა უფიქსირდებათ აუცილებლად ამბულატორიულ ცენტრებს მიმართონ. ვიცი ბევრი თავს იკავებს და თვითმიმართვით არ მიდის ჩვენს ამბულატორიულ ცენტრებში PCR ტესტზე შემოწმებისთვის, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ: ზაფხულია, შეიძლება გაცივდით, ამ სეზონზე ხშირია ინტოქსიკაციები, მაგრამ ამ ყველაფრის ქვეშ შეიძლება კოვიდინფექცია იმალებოდესю ბავშვებში ხშირია კორონავირუსის დიარეით დაწყება. ამიტომ ყველა ამ შემთხვევაში, როდესაც ტემპერატურა გვაქვს, ბავშვი იქნება თუ მოზრდილი, აუცილებელია ამბულატორიულ ცენტრებს მიმართოთ, სადაც მოხდება ნაცხის აღება და შემდეგ PCR ტესტით გამოკვლევა”, – განაცხადა გამყრელიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში.

უახლესი მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

6-ივე ინფიცირებულის წყარო ცნობილია. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ორით გაიზარდა და მთლიანობაში ქვეყანაში ვირუსი 922-მა ადამიანმა დაამარცხა.

magti 5g