LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: პანდემია არსად გამქრალა, ამიტომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა საჭირო იქნება

163
a7ca8480-3f3d-4807-8ea9-771321ee5041_cx0_cy5_cw0_w800_h450 (1)

„დიახ, პანდემია დასრულდა, მაგრამ ის არსად გამქრალა, თანდათანობით სუსტდება, მაგრამ ის ჯერჯერობით შედარებით ვირულენტურია, ვიდრე გრიპის ვირუსი, ამიტომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა საჭირო იქნება და საჭიროა ქვეყანაში იყოს ვაქცინა“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში აღნიშნა, კორონავირუსის ახალი შტამის ვაქცინა ჯერ არ შექმნილა, რადგან ახალი შტამი ნოემბრის ბოლოს გამოჩნდა, თუმცა გამყრელიძის თქმით, არსებობს ახალი გენერაციის ვაქცინები, რომლებიც არის დასავლეთის ქვეყნებში, თუმცა საქართველოსთვის არ არის ხელმისაწვდომი.

ფხაკაძე: „კოვიდის ახალმა ვარიანტმა იფეთქა, აშშ უკვე წალეკა, იტალიაში უმძიმესი მდგომარეობაა.. გაფრთხილებდით, მაგრამ ვინ გისმენს?“

„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, რომელებიც ხმარებაშია, 2012 წლიდან გარკვეული პერიოდულობით იცვლება. ახალი შტამის ვაქცინა ჯერ არ შექმნილა. ახალი შტამი ნოემბრის ბოლოს გამოჩნდა, ასე სწრაფად ქვეშტამის ვაქცინა არ იქნება. არსებობს ახალი გენერაციის ვაქცინები, რომლებიც არიან „ომიკრონის“ წინა ქვეშტამების საწინააღმდეგო. ასევე, მათ აქვთ დამცველობა ახალი შტამის მიმართ, რადგან ისინი „ომიკრონის“ „შვილები“არიან. ეს ვაქცინა არის დასავლეთის ქვეყნებში. სამწუხაროდ, ნაკლებად ხელმისაწვდომია საქართველოსთვის. ვიცი, რომ ჩვენები მუშაობენ იმაზე, რომ ეს ვაქცინა საქართველოსთვისაც იყოს მისაწვდომი“ , – განაცხადა ამირან  გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მინისტრი: „ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს.. პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ“

ივანე ჩხაიძე: „იანვარი პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით, საქართველოში ყველაზე რთული პერიოდი იქნება“

ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ძირითადად სამი ვირუსი ცირკულირებს: კორონავირუსი, გრიპის ვირუსი, საყურადღებოა რესპირაციულ-სინციტიალური ვირუსი. გავრცელების თვალსაზრისით კი ქვეყანაში  პირველ ადგილზე გრიპის ვირუსია.

„ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ჰოსპიტალიზაცია.. დაახლოებით, 15-მდე სახეობის ვირუსი ცირკულირებს, განსაკუთრებით საყურადღებოა 3 მათგანი, მათ შორის ე.წ. ღორის გრიპი“ – ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს

გავრცელებულია A ტიპის ვირუსი და ე.წ. ღორის გრიპი, რომელისთვისაც მოწყვლადია ბავშვები და ხანდაზმულები – განგაშის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ საყურადღებოა – ამირან გამყრელიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g