LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: ვანგარიშობთ, რომ დღეს იმუნური ფენა გვყავს 54%, მათ, ვინც ბუნებრივად ან ვაქცინით გამოიმუშავეს იმუნიტეტი

57
1

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში იმუნური ფენა სრული მოსახლეობის დაახლოებით, 54 პროცენტია.

ამირან გამყრელიძის თქმით, აღნიშნულ ფენაში იგულისხმება ის, ვინც აცრილია კოვიდვაქცინით და ასევე გადატანილი აქვს ვირუსი:

“ჩვენი გათვლებით, ვინც აცრილია და პლუს კიდევ გადატანილი აქვს კოვიდ-19, არის 54 პროცენტი.

ე.წ. სეროპრელევანტობის კვლევამ, რომელიც ბოლოს ზაფხულში ჩავატარეთ, მოგვცა 42-პროცენტიანი გადატანის მაჩვენებელი, პლუს აცრები და ვანგარიშობთ, რომ იმუნური ფენა ქვეყანაში დღეს გვყავს დაახლოებით 54 პროცენტი, რომელსაც ბუნებრივად, ან ხელოვნურად ვაქცინით აქვს გამომუშავებული იმუნიტეტი.

ანუ დაახლოებით მოსახლეობის 46 პროცენტი არის მიმღები, ეს საკმაოდ დიდი რიცხვია. ამიტომაც არის ეს ტალღები, რაც გვაქვს. სულ მცირე 80 პროცენტი მაინც უნდა იყოს აცრილი, პლუს გადატანილი, ანუ იმუნური ფენა, რომ ჩვენ უფრო თავისუფლად ვიყოთ”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მწვანე პასპორტები და საპენსიო დანამატი – რა გადაწყვეტილებები მიიღო საკოორდინაციო საბჭომ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g