LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„განა კი ყველაშია ასეთი სირთულე თავიდანვე, იქნება ეს ქცევის დარღვევა, ყურადღების დეფიციტი თუ მეტყველების შეფერხება?! იქნებ და რაღაცას ჩვენ არ ვაკეთებთ სწორედ“ – ირინა ნიკოლაიშვილი ბავშვებზე

690
ირინა-ნიკოლაიშვილი

რატომ გვხვდება სულ უფრო ხშირად მეტყველების შეფერხება და ქცევითი პრობლემები ბავშვებში, ამ თემაზე გადაცმაში „სტუმრად ექიმთან“ ბავშვთა ფსიქოლოგმა ირინა ნიკოლაიშვილმა ისაუბრა:

„ახლახან ერთი ფრანგი ფსიქოლოგის ლექციაზე მომიწია ყოფნა და მან ასეთი მიმართვით დაიწყო გამოსვლა –  „განა კი ყველას აქვს ასეთი აშლილობა, განა კი ყველაშია ასეთი სირთულე თავიდანვე, იქნება ეს ქცევის დარღვევა, ყურადღების დეფიციტი თუ მეტყველების შეფერხება?! იქნებ და რაღაცას ჩვენ არ ვაკეთებთ სწორედ, იქნებ, მეტი მზაობით შევხვდეთ მშობლები ბავშვებს და შევძლოთ, უფრო ადრეული ასაკიდან ვიყოთ ყურადღებიანები“.

აღსანიშნავია, რომ იყო ერთი არაჩვეულებრივი ქალბატონი, პედიატრიული კათედრის ხელმძღვანელი, ნინო მანჯავიძე, რომელიც პედიატრების და ფსიქოლოგების თანამშრომლობის ერთ-ერთი დიდი ინიციატორი გახლდათ. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ პედიატრების გადამზადება და მათთვის იმ ინფორმაციის მიწოდება, თუ რა ინფორმაცია უნდა გადასცენ მშობელს, როცა ბავშვს ამა თუ იმ შეფერხებას ან დარღვევას ატყობენ ადრეულ ასაკში, რადგან სამწუხაროდ, ბავშვი ჩვენთან მას მერე ხვდება, როცა პრობლემა უკვე ჩამოყალიბებულია. გამომდინარე აქედან, მე შევეცადე, ეს შეხვედრა საინტერესო ყოფილიყო იმ კუთხით, რომ დედებს მანამ მივაწოდო ინფორმაცია ყველა სავალალო და რთულ სიტუაციასთან დაკავშირებით, სანამ ისინი პედიატრთან მოხვდებიან, სანამ ბაღის მასწავლებელი მიუთითებთ პრობლემაზე, სანამ სკოლაში წააწყდებიან სირთულეს, რომ მათ მეტი მზაობა ჰქონდეთ და ჩემს ლექციას სწორედ რომ „მეტი მზაობა დედობისთვის“ დავარქვი. პირველ რიგში, ყველაზე კარგად მომზადებულ, ინფორმირებულ მშობელს შეუძლია, ამა თუ იმ პრობლემის დანახვა, რომელიც მის შვილს აწუხებს“ – ამბობს ირინა ნიკოლაიშვილი.

რას იწვევს ორსულობაში გადატანილი სტრესი და არის თუ არა ის კავშირში ბავშვებში მეტყველების დაგვიანებასთან – ირინა ნიკოლაიშვილის რჩევები

mazda magti 5g