LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„განადგურებული კონსტრუქციების დემონტაჟს და ტერიტორიის მოწესრიგებას მერია უზრუნველყოფს“ – თბილისის ვიცე-მერი „ბორჯომის ბაზრობის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს შეხვდა

251
ირაკლი ხმალაძე

„თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე სადგურის მოედნის მიმდებარედ დამწვარ ბაზრობაზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო“, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ამ ეტაპზე პირველი რიგის ამოცანა განადგურებული კონსტრუქციების დემონტაჟი და ტერიტორიის მოწესრიგებაა, რასაც მერია უზრუნველყოფს.

ვიდეო: „დიაბეტიანი ვარ, ყველანაირად ამაზე ვიყავი დამოკიდებული… ცხოვრებაში ვალიდან ვერ ამოვალ“ – რას ჰყვებიან „ბორჯომის ბაზრის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები

„ირაკლი ხმალაძემ ხანძრის შედეგად განადგურებული მაღაზიები დაათვალიერა და ადგილზე შეკრებილ მოვაჭრეებს შეხვდა.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ამ ეტაპზე პირველი რიგის ამოცანა განადგურებული კონსტრუქციების დემონტაჟი და ტერიტორიის მოწესრიგებაა, რასაც მერია უზრუნველყოფს.

დღესვე დაიგეგმა შეხვედრა თბილისის მერიაში, სადაც მოვაჭრეები ვიცე-მერს წარუდგენენ ინფორმაციას დაზარალებულების რაოდენობაზე, ზარალის სავარაუდო ოდენობასა და სხვა დეტალებზე.

ორი დღის წინ სადგურის მოედანთან მდებარე ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ირაკლი ხმალაძე გუშინაც შეხვდა. შეხვედრაზე ვიცე-მერმა გამოთქვა მზადყოფნა, მერიამ გამოიჩინოს კეთილი ნება და დაზარალებულებს გარკვეული ფორმით დაეხმაროს“, – წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ყველა ყუთი თუ ცარიელია, სავსე ყუთები სად არის? ქაღალდები და ცარიელი ყუთებია, ვინ მოიპარა?“ – „ბორჯომის ბაზრობაზე“, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, ხმაური და დაპირისპირება იყო

თბილისის ვიცე-მერი სადგურის მოედნის მიმდებარედ დამწვარ ბაზრობაზე არსებულ ვითარებას გაეცნო თბილისის ვიცე-მერი ირაკლი…

Posted by თბილისის მერია / Tbilisi City Hall on პარასკევი, 02 მაისი, 2025

„სრული ზარალის შეფასება და ხანძრის მიზეზების დადგენა საგამოძიებო ღონისძიებების დასრულებისა და შესაბამისი მოკვლევის შემდეგ მოხდება“ – „თბილისი ცენტრალი“

ცნობისათვის, ბორჯომის ბაზრობის“ ტერიტორიაზე ხანძარი 30 აპრილს დილით გაჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g