LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლდება თუ არა კოვიდ-რეგულაციები საქართველოში – პაატა იმნაძე “ომიკრონის” გავრცელებას 2-3 კვირაში ელოდება

173
პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე​ კორონავირუსის ახალი შტამის პიკურ გავრცელებას საქართველოში 2-3 კვირაში ელოდება.

პაატა იმნაძის თქმით, თუკი მოქალაქეები აცრაზე უარის იტყვიან და რეგულაციებს არ დაიცავენ, დამატებითი შეზღუდვების დაწესება შესაძლოა გარდაუვალი გახდეს.

დღეისთვის, იმნაძის განცადებით, ვისაც კი “ომიკრონის” შტამი დაუდასტურდა, ყველა მათგანი იყო აცრილი, შესაბამისად, მისი თქმით, ამ ინფიცირებულებში ინფექცია მსუბუქად მიმდინარეობს და მათ ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებიათ.

“ჩვენს პირობებში, როდესაც მოზრდილი მოსახლეობის 40%-იც არ არის აცრილი, რას გამოიწვევს “ომიკრონი”, ძალიან ძნელი სათქმელია წინასწარ, იმიტომ, რომ ამის სხვა ქვეყნების გამოცდილება ჯერ არ გვაქვს,” – ამბობს პაატა იმნაძე.