LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებული Audi e-tron ერთი დამუხტვით 600 კმ–ს გავლას შეძლებს

65
audi629

Audi კროსოვერი e-tron/e-tron Sportback–ის გაუმჯობესებაზე აქტიურად მუშაობს. გამოცემა  autocar–ის ინფორმაციით, განახლებული ელექტროქარის დებიუტი 2022 წლის მეორე ნახევრისთვისაა დაგეგმილი. მოდელი ბევრად უფრო ეფექტურ ელემენტს და ენერგიის რეცირკულაციის სისტემას მიიღებს, სვლის მარაგი 400–დან 600 კილომეტრამდე გაიზრდება, ანუ ავტონომიურობა საგრძნობლად მოიმატებს.

ინსაიდერები ფიქრობენ, რომ e-tron/e-tron Sportback კონვეიერზე 2025 წლამდე მაინც დარჩება, ასე რომ მოდერნიზაციის გარეშე არაფერი გამოვა.

ცხოვრების ციკლის შუაში e-tron ვიზუალურადაც შეიცვლება, თუმცა მთავარი მაინც ტექნიკური შიგთავსი იქნება. ელემენტის გამძლეობის მომატება ელექტრონული დეტალების შეცვლისა და ქიმიური შემადგენლობის განახლების ხარჯზე მოხდება.

გასულ კვირას „აუდის“ ტოპ–მენეჯერმა დაადასტურა, რომ 2026 წლიდან გერმანული ბრენდის ყველა სიახლე ელექტროქარი იქნება და ბრენდი ტრადიციული ძრავის მქონე მოდელებზე უარს იტყვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g