LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებული კუს ტბის საბაგირო ივლისიდან დაიწყებს ფუნქციონირებას

64

განახლებული კუს ტბის საბაგირო ივლისიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.

კუს ტბის საბაგირო გზის რეაბილიტაცია მუნიციპალური ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში განხორციელდება.

პროექტის განსახორციელებლად 2016 წლის თბილისის ბიუჯეტში  1 100 000 ლარია გათვალიწსინებული. დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების ფარგლებში გარემონტდება ორივე (ქვედა და ზედა) შენობა, დამონტაჟდება ახალი გონდოლებისა და საბაგირო გზის მართვის პულტის სისტემა, მთლიანად შეიცვლება გამწევი ბაგირი, ასევე, ახალი საბაგირო გზა სრულიად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

თბილისის მერიაში იმედოვნებენ, რომ კუს ტბის საბაგირო გზა, ზაფხულის პერიოდში, მნივნელოვნად შეამცირებს მოძრაობას კუს ტბის საავტომობილო გზაზე, რაც, თავისთავად, აღნიშნულ და მიმდებარე გზებს განტვირთავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები