LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებული Lamborghini სახურავის გარეშე დარჩა

185
lamborghini

განახლებული Lamborghini Huracan ღია ვერსიაში წარმოადგინეს. ორკარიანმა სპორტქარმა განახლებული ტექნოლოგიური მახასიათებლები და „ატმოსფერული“ V10 ძრავი მიიღო.

სტანდარტული კუპესგან  სიახლე მოძრავი სახურავით განსხვავდება. სახურავს გასაშლელად ან ასაკეცად ზუსტად 17 წამი სჭირდება და ეს მაშინ როცა ავტომობილი 50 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. ამასთან, როდსტერმა რამდენიმე განახლებაც მიიღო რაც მაღალი სიჩქარით გადაადგილების დროს ტურბულენტობას ამცირებს.

აღსანიშნავია, რომ Huracan Evo Spyder-თან ერთად ავტომოყვარულებს ძარის ახალი შეფერილობის – უჩვეულო სალათისფერის ნახვის საშუალებაც მიეცემათ. როდსტერის სალონი ტყავით გაფორმდება და შიგნით დეკორატიული პანელიც მოთავსდება.

სპორტქარს მოძრაობაში 5,2 ლიტრის მოცულობის ატმოსფერული V10 ძრავი მოიყვანს და 640 ცხენის ძალის მქონე აგრეგატს პირველი „ასეულის“ ასაკრეფად მხოლოდ 3,1 წამი დასჭირდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები