კომპანია Skoda–მ განახლებული Superb–ის ახალი თიზერი გამოაქვეყნა. ჩეხურმა ბრენმდა ვიდეოთი დაადასტურა, რომ გარდა სტანდარტული ვერსიისა ინოვაციური ხაზი მდიდრულ ვარიაციას Laurin & Klement–ს და საგზაო Scout–საც მიიღებს.
მოდიფიკაცია Scout სერიულ ხაზში პირველად გაჩნდება, თუმცა რაღაც მისი მსგავსი Superb outdoor მეორე თაობის მოდელებშიც იყო. უნივერსალები თავის დროზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა და სიახლე მათგან ბევრ სტილისტურ დეტალს მიიღებს.
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ Skoda Superb–ის ძრავის ვარიაციაში გაჩნდება პირველი ჰიბრიდი და აგრეგატი ტურბოძრავის 1.4 TSI–ს ბაზაზე შეიქმნება.
Skoda–ს განახლებული ოჯახის პრემიერა 23 მაისისთვისაა დაგეგმილი.