LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებული Tesla Model Y ბაზარზე გამოვიდა

132
განახლებული Tesla Model Y ბაზარზე გამოვიდა

განახლებული Tesla Model Y-ის გაყიდვები დაწყებულია. წლის დასაწყისში Tesla-მ Project Juniper წარადგინა, რაც ბესტსელერ Model Y-ის ახალ ვიზუალს შეეხებოდა, მრავალი განახლებული ფუნქციით. ამჟამად ელექტროქარი ორი ქვეყნის ავტო სალონებში გამოჩნდა – ჩინეთში და აშშ-ში. ჩინელებს სიახლის შეძენა სასტარტო ფასით 263 500 იუანიდან შეუძლიათ, ხოლო ამერიკელებისთვის ღირებულება ბევრად მაღალია – 59 990 დოლარი.

აშშ-ში Model Y ვერსია Launch Series-შია ხელმისაწვდომი. ასეთ მოდელს აქვს ყველაზე თანამედროვე ავტოპილოტი Tesla – Full Self-Driving, რომელიც 8 ათას დოლარადაა შეფასებული.

აშშ-ში მყიდველებს ფასდაკლების 7500 დოლარის იმედი უნდა ჰქონოდათ და საბოლოო ფასი 52 490 დოლარი იქნებოდა, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ტრამპი ბაიდენის მიერ დაწესებულ სუბსიდიებს აუქმებს, ამ ინფორმაციის სანდოობა უკვე ეჭვ ქვეშ დგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები