ულიანოვის საავტომობილო ქარხანამ თავის YouTube- არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც განახლებული „პატრიოტია“ ასახული. ყველგანმავალის გამძლეობა და უსაფრთხოება სპეციალისტებმა სპეციალურ ტრასაზე შეამოწმეს. აღნიშნული ტრასის 1,5 მონაკვეთის სირთულე ჩვეულებრივი გზის 100 კმ-ს უტოლდება და Uaz-მა დავალებას თავი ძალიან კარგად გაართვა.
შეგახსენებთ, რომ ავტომობილი 3M3 ძრავითაა უზრუნველყოფილი და 150 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. განახლებულმა ყველგანმავალმა მეტი მოქნილობა მიიღო, რომლის დახმარებითაც მოხვევის კუთხე 0,8 მეტრამდე შემცირდა. ამასთან, მოდელმა ელექტრონიკასთან მუშაობის სისტემა და თავდაცვის ტექნოლოგიებიც მიიღო. თავიდან გაცოცხლებული UAZ Patriot-ის ღირებულება 691 500 რუბლი იქნება.