LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებულმა ლარმა საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

105

2016 წლის 15 მარტს, ბუქარესტში HSP Europe™- ის კონფერენციაზე ორგანიზებულ დაჯილდოების ცერემონიალზე ევროპისა და დსთ–ს ქვეყნების მასშტაბით საუკეთესო რეგიონალური ბანკნოტის   ნომინაციაში “2016 წლის საუკეთესო რეგიონალური ბანკნოტი” ლარის განახლებული ბანკნოტების სერიამ (20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები) გაიმარჯვა.

წელს, ნომინაციაზე “2016 წლის საუკეთესო რეგიონალური ბანკნოტი”, წარდგენილი იყო:

✔ახალი 20 ევრო – ევროპის ცენტრალური ბანკი
✔შვედური კრონის ახალი სერია – შვედეთის ცენტრალური ბანკი
✔ახალი 20 000 ფორინტი – უნგრეთის ცენტრალური ბანკი
✔ახალი 200 შეკელი – ისრაელის ცენტრალური ბანკი
✔20 000 ტენგე – ყაზახეთი ცენტრალური ბანკი
✔500 გრივნა – უკრაინის ცენტრალური ბანკი
✔100 რუბლი საიუბილეო ბანკნოტი – რუსეთის ცენტრაული ბანკი
✔ბანკნოტების სერია – ბელორუსიის ცენტრალური ბანკი
✔ლარის განახლებული სერია 20, 50 და 100 ლარი – საქართველოს ეროვნული ბანკი

ცნობისათვის, ჯილდო ასევე გადაეცა ყაზახეთის ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ ახალ საიუბილეო ბანკნოტს 20 000 ტენგეს.

ნომინაციისთვის წარდგენილი ფულის ნიშნების შეფასება ხდება მათი დიზაინის, ტექნიკური დახვეწილობის, გამართულობისა და დაცულობის კუთხით არსებული თანამედროვე მიღწევების გათვალისწინებით.

ორგანიზაცია HSP Europe™ ყოვეწლიურად ატარებს საერთაშორისო კონფერენციას, დაცული ბეჭდვის სფეროში არსებულ უახლეს ტენდენციებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებით დისკუსიების, პერსპექტივებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, სადაც მონაწილებას იღებენ ევროპისა და დსთ-ს ქვეყნების წარმომადგენლები.

გასულ წელს HSP Europe™ – ის კონფერენციაზე, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩატარდა, 2015 წლის საუკეთესო რეგიონალურ ბანკნოტად პოლონური ზლოტი დასახელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g