როდესაც ცხოვრებაში მიზანი არ გაქვს, ყველაფერი რუტინად იქცევა. დღეები ერთმანეთს ემსგავსება. დრო გადის და დასამახსოვრებელი თითქმის არაფერი რჩება. TED-ზე სპიკერმა მეტ ქათსიმ აუდიტორიასთან ისაუბრა, თუ რატომ უნდა სცადონ სიახლე მომდევნო 30 დღის განმავლობაში.
“რამდენიმე წლის წინ ვიგრძენი, რომ ერთ ადგილას გავიჭედე. გადავწყვიტე მეცადა რაიმე ახალი 30 დღეში. ამის განხორცილება საკმაოდ მარტივია. უნდა დაფიქრდე, რა გაკლდა ყველაზე მეტად ცხოვრებაში და განახორციელო ეს მომდევნო 30 დღის განმავლობაში. ჩემი გამოცდილებით, 30 დღე საკმარისია ახალი უნარ-ჩვევების შესაძენად ან რამეზე უარის სათქმელად.
30 დღიანი გამოწვევიდან ბევრი რამ ვისწავლე:
ადრე თვე თვეს მისდევდა და დავიწყებას ეძლეოდა. ახლა აღმოვაჩინე, რომ წუთები შეიძლება ბევრად უფრო დასამახსოვრებელი გახადო. გამოწვევის ნაწილი ყოველდღიურად ფოტოს გადაღებაში მდგომარეობდა. მე ზუსტად მახსოვს, თუ სად ვიყავი და რას ვაკეთებდი მოცემულ დღეს. ასევე შევამჩნიე, რაც უფრო რთულ გამოწვევებს ვუსწორებდი თვალს, თავდაჯერებულობა უფრო იზრდებოდა. ადრე მუდმივად კომპიუტერთან ვიჯექი, ახლა კი გადავიქეცი კაცად, რომელიც სამსახურში ველოსიპედით დადიოდა. ერთობოდა. შედეგად, შარშან კილიმანჯარო დავლაშქრე. არასოდეს ვიყავი თავგადასავლების მოყვარული, სანამ 30 დღიან გამოწვევებს არ დავიწყებდი.
თუ რამის გაკეთება ძალიან გინდათ, 30 დღეში ყველაფრის მოსწრება შეიძლება. გდომებიათ ნოველის დაწერა? ამისთვის საჭიროა დაწეროთ დღეში 1 667 სიტყვა, ერთ თვის მანძილზე. თქვენ წარმოიდგინეთ, მე ეს შევძელი. არ ვიძინებდი, სანამ სიტყვების დღიურ ნორმას არ დავწერდი. შეიძლება ძილი მოიკლოთ, მაგრამ ნოველას აუცილებლად დაასრულებთ. ალბათ იკითხავთ, არის თუ არა ჩემი წიგნი პოპულარული ამერიკული ნოველა? არა. ის საშინელებაა, მე ხომ ის ერთ თვეში დავწერე. სამაგიეროდ, თუკი TED–ის წვეულებაზე ჯონ ჰოჯმანს შევხვდები, შემიძლია ვუთხრა: “მე ნოველისტი ვარ”.
ერთ თვეში ვისწავლე, რომ როდესაც ვაკეთებ პატარა ცვლილებებს, მიმდინარე გამოწვევები უფრო ადვილი გასაკეთებელია. ცუდი არაფერია დიდ, გიჟურ გამოწვევებში, მაგრამ ისინი უფრო რთული განსახორცილებელია.
ჰოდა მაინტერესებს, რას ელოდებით თქვენ? გაძლევთ გარანტიას, რომ მიზნის გარეშე მომდევნო 30 დღე გექცევათ წარსულად, მოგწონთ ეს თუ არა. ამიტომ დაფიქრდით, რისი გაკეთება გინდოდათ ყოველთვის და განახორციელეთ 30 დღეში”.