LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს – მჯერა, ჩვენი თავდადებით, შრომითა და პასუხისმგებლობით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი“ – განათლების ახალი მინისტრი ალექსანდრე წულაძე

138
ალექსანდრე წულაძე

„განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს და მე მჯერა, რომ ჩვენი თავდადებით, შრომითა და პასუხისმგებლობით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი,“ – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე დანიშნულმა ალექსანდრე წულაძე განაცხადა.

ამ თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ, ალექსანდრე წულაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პრემიერ, ირაკლი კობახიძესა და მის გუნდს, გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის.

ძალიან დიდი მადლობა გიორგი ამილახვარს გაწეული საქმიანობისთვის, ყველა იმ რეფორმისთვის, რომელსაც მან ჩაუყარა საფუძველი. იმედი მაქვს, რომ ჩვენ კვლავ წარმატებით გავაგრძელებთ დაწყებული რეფორმების განხორციელებას.

რა ვიცით განათლების ახალ მინისტრ ალექსანდრე წულაძეზე?

უწყების ახალი ხელმძღვანელი დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

მოგეხსენებათ, განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს და მე მჯერა, რომ ჩვენი თავდადებით, შრომითა და პასუხისმგებლობით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი.“ – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე დღეს დაინიშნა.

აღნიშნულ თანამდებობაზე ალექსანდრე წულაძე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. წულაძემ მისი წინამორბედი, გიორგი ამილახვარი შეცვალა, რომელიც თანამდებობიდან 4 დღის წინ, 28 სექტემბერს გადადგა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გიორგი ამილახვარის გადადგომის შემდეგ განაცხადა, მმართველი გუნდი მას წარმატებას უსურვებს „კერძო სექტორში, სადაც ის პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე, ძალიან დიდი წარმატებით საქმიანობდა.”

„გიორგის მიერ თანამდებობის დატოვება მნიშვნელოვანი დანაკლისია მთავრობისთვის და მმართველი გუნდისთვის – მისი გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა“ – ირაკლი კობახიძე ამილახვარის გადადგომაზე

magti 5g