LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლების გზაზე არ გაჩერდე – საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკია

437
საქართველოს ბანკი

ჟინი განათლების გზაზე არ გაჩერებაა – ის არის ძალა, რომელიც გეხმარება მაქსიმალურად გამოავლინო პოტენციალი და აღმოაჩინო განათლების შესაძლებლობები.

მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის და მასწავლებლებისთვის საქართველოს ბანკი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, რითაც 500 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.

განათლების შესაძლებლობები მოსწავლეებისთვის:

საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაახალგაზრდებში მომავლის პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ბანკი, კომაროვთან ერთად, STEM სკოლის პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც VII-XI კლასის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას:

  • გაიარონ 1 წლიანი სასწავლო კურსი ონლაინ;
  • დაეუფლონ მომავლის პროფესიებს;
  • მიიღონ სერტიფიცირებული, აკადემიური ცოდნა STEM მიმართულებით. 

კურსი ონლაინ ტარდება, რაც საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, გაკვეთილებს ნებისმიერი წერტილიდან დაესწრონ.

ამასთან, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგების მქონე 60 მოსწავლეს 100%-ით, ხოლო 30- 50%-ით უფინანსებს სწავლას.

სასკოლო ოლიმპიადები

ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი არაერთ სასკოლო ოლიმპიადას ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორისაა:

STEM ოლიმპიადაეს კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით შექმნილი პროექტია, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები თეორიული და პრაქტიკული ამოცანების გადაჭრაზე მუშაობენ. საპრიზო ადგილზე გასულ სკოლის გუნდს საქართველოს ბანკისგან  ფულადი პრიზი 10 000 ლარი გადაეცემა. 

ევერესტი – I-VI კლასის მოსწავლეებისთვის გამართული ყველაზე მასშტაბური მათემატიკური ოლიმპიადაა, რომელიც სეზონურად ტარდება და მასში 17 000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს. ევერესტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი. ოლიმპიადის ფარგლებში, ოქროს ტურის 2 გამარჯვებული მოსწავლე საქართველოს ბანკისგან 5000 ლარის ოდენობის სტიპენდიას იღებს.

საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკებიიდეათეკები

მოსწავლეებისთვის შემეცნებისა და განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად, საქართველოს ბანკმა ინოვაციური ბიბლიოთეკები – იდეათეკები საქართველოს 11 რეგიონის 25 სკოლაში გახსნა.

ყოველი იდეათეკა აღჭურვილია მრავალფეროვანი, 2000-მდე წიგნისგან შემდგარი ბიბლიოთეკით, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით – კომპიუტერებითა და პროექტორებით, STEM კუთხით.

საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკების რაოდენობა კიდევ გაიზრდება და უსაზღვრო აღმოჩენების სივრცეზე უფრო მეტ ახალგაზრდას მისცემს წვდომას.

შესაძლებლობები სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის:

საქართველოს ბანკის სტიპენდია და გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია – პროექტი შესაძლებლობას აძლევს მიზანდასახულ და მოტივირებულ სტუდენტებს, მიიღონ სწავლის ერთწლიანი, 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება. უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკი 350-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ.

სწავლა დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში – CHEVENING-ის, Fulbright-ისა და ნიკა გუჯეჯიანის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში, საქართველოს ბანკი ახალგაზრდა პროფესიონალებს შესაძლებლობას აძლევს, სრული დაფინანსებით ისწავლონ წამყვან უნივერსიტეტებში, სამაგისტრო საფეხურზე. ინიციატივის ფარგლებში, უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 50-ზე მეტი სტიპენდიატი, რომლებიც სასწავლებლად დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში გაემგზავრნენ. განათლების შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

საქართველოს ბანკის მიერ ახალგაზრდების მხარდასაჭერად შექმნილი ინიციატივების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე – ganatleba.bog.ge

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g