LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლების გზაზე არ გაჩერდე – საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეების გენერალური სპონსორია

116
საქართველოს ბანკი

15-17 ნოემბერს, საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ მე-11 პავილიონში, თბილისის წიგნის დღეები გაიმართება. ფესტივალის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.

თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, შეიძინოს ათობით გამომცემლობის წიგნები, აღმოაჩინონ ახალი გამოცემები და ისარგებლონ ფასდაკლებით.

საგამოფენო სივრცეში გაიმართება შეხვედრები მწერლებთან, ჩატარდება დისკუსიები აქტუალურ თემებზე, წარმოდგენილი იქნება გასართობი და შემეცნებითი პროგრამები.

ამასთან, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზებით – დააგროვონ 30-ჯერ მეტი ქულა საქართველოს ბანკის პოსტერმინალზე PLUS ბარათით გადახდისას. sCool Card-ითა და Student Card-ით გადახდისას კი მოსწავლეები და სტუდენტები ისარგებლებენ სპეციალური ფასდაკლებითა და ქეშბექით. 

ეწვიე თბილისის წიგნის დღეების ფესტივალს, აღმოაჩინე ახალი ლიტერატურული თავგადასავლები და განათლების გზაზე არ გაჩერდე.

საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე  ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ამ კუთხით ბანკი  40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორისაა საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები, რომლებიც საქართველოს მასშტაბით 11 რეგიონის 24 სკოლაში ფუნქციონირებს და 18 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ამასთან, საქართველოს ბანკი ერთ წელზე მეტია სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 22 პარტნიორ უნივერსიტეტში სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 160-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რაოდენობა იზრდება. საქართველოს ბანკის მიერ Fulbright-ის, CHEVENING-ისა და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში კი უკვე 60 ახალგაზრდა გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სასწავლებლად.

საქართველოს ბანკის CSR პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g