„ჩემთვის, როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრისთვის, მიუღებელია საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზება. ჩვენ, როგორც საჯარო მოხელეებმა, უნდა უზრუნველვყოთ, რომ არ შევიდეს პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში“, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ განაცხადა.
როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სასწავლო პროცესი ყველგან შეუფერხებლად უნდა მიმდინარეობდეს და რომ სწორედ ამას ითვალისწინებს ავტორიზაციის პრინციპებიც.
„შესაბამისად, ყველა სკოლა თუ უნივერსიტეტი უნდა დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს. სკოლები და უნივერსიტეტები დაფინანსებას იღებენ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სწავლა-სწავლების უწყვეტობა.
პირადად მე ვთვლი, რომ სასწავლო პროცესის მიზანმიმართული შეფერხება საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევაა.
„განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს – მჯერა, ჩვენი თავდადებით, შრომითა და პასუხისმგებლობით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი“ – განათლების ახალი მინისტრი ალექსანდრე წულაძე
ალექსანდრე წულაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პრემიერსა და მის გუნდს, გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
ეს არ იქნება ჩვენი მხრიდან მოწონებული, პირიქით, მათ დაუყოვნებლივ უნდა აღადგინონ სასწავლო პროცესი და განაგრძონ ვალდებულებების შესრულება“. – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.
განათლების მინისტრის მოადგილედ ბაია კვიციანი დაინიშნა