LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლების რომელ სფეროში გვაქვს ყველაზე მეტი გამოწვევა და როგორ უნდა მოხერხდეს მათი დაძლევა / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

19
თამარ სანიკიძე124

პროდუქტიულობის, ინოვაციების და კომპეტენტურობის გასაზრდელად  ადამიანური კაპიტალის გაძლიერება მნიშვნელოვანია. ადამიანურ კაპიტალში ინვესტირებით მოკლევადიან პერიოდში შესაძლებელია უნარების გაუმჯობესება, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს.

განვითარებული ქვეყნები დიდ ინვესტიციებს დებენ განათლებაში, სწავლაში და უნარების განახლებაში, რისთვისაც საჭიროა ცვლილებები და რეფორმები განათლების მიდგომებში.

სწორედ ამ მიზნით შეიქმნა პროექტი ინოვაცია, „ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო“, რომელსაც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

პროექტი განათლების რეფორმის ხელშემწყობი მექანიზმია და მიზნად ისახავს ადრეული და სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ზოგადი და უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებას და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას.

პროექტის დაფინანსება 90 მილიონ ევროს შეადგენს და ის 2025 წლამდე განხორციელდება.

თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად  თამარ სანიკიძე – პროექტის ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო აღმასრულებელი დირექტორი საუბრობს. 

– თამარ, განათლების განვითარება ეკონომიკური თვალსაზრისით რატომ არის მნიშვნელოვანი?

– გლობალური შეკითხვაა.. ამ საკითხზე ქვეყნები წლებია მუშაობენ, რადგან ადამიანური კაპიტალის კომპეტენცია განსაზღვრავს ეკონომიკური დოვლათის შექმნას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ჩადებული ინვესტიცია.

სწორედ  ამ მიზანს ისახავს პროექტი. მაქსიმალურად უნდა გაკეთდეს მობილიზება, რომ თანხა სწორად ჩაიდოს და რესურსი ეფექტიანად იქნეს გამოყენებული, რაც ადამიანური კაპიტალის განვითარებაზეა განვითარებული.

– რა ინსტრუმენტებს იყენებთ და რა მიმართულებები აქვს პროექტს? 

– აქცენტები კეთდება როგორც ადრეულ განათლებაზე, ასევე სასკოლო განათლებაზე და ჩავერევით უმაღლეს განათლებაშიც.

რაც შეეხება, სკოლამდელ განათლებას, აქ საუბარი იქნება პროგრამების გაუმჯობესებაზე, პედაგოგების მომზადებაზე, რესურსების აღჭურვაზე, იმისთვის, რომ ადრეული განათლებიდან სასკოლო განათლებაში მოსწავლეთა წარმატებით გადადინებას ხელი შევუწყოთ.

ეს კომპონენტი  ახლა სამწუხაროდ ამოღებულია ჩვენი სისტემიდან. ახლა მიმდინარეობს ამ ხარვეზის გასწორება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პროექტი ამ დიდ ინიციატივას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

რაც შეეხება, ზოგად განათლებას, აქაც აქცენტი კეთდება განათლებაში ხარისხის გაუმჯობესებაზე. შესაბამისად მუშაობა რამდენიმე მიმართულებით იქნება.

  • აქცენტი გაკეთდება მოსწავლეების სწავლების ცოდნის შეფასებაზე.
  • ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულების ფუნქციონალურობის ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე.

ახალი სისტემის დანერგვაზე ჩვენ  სამინისტროსთან ერთად ვიმუშავებთ. ეს იქნება თვითშეფასებაზე დაფუძნებული დახმარებისა და ხელშეწყობის შეთავაზება, რაც ვფიქრობ, რომ კარგი კომბინაცია იქნება.

გარდა ამისა პედაგოგების განათლებაზე და უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე გვექნება სამუშაოები ჩასატარებელი.

ყველა ინტერვენცია დაწყებულია და მიმდინარეობს. ამასთან ძალიან საინტერესო ჩართულობა გვექნება უმაღლესი განათლების ნაწილში.

– ამ მიმართულებით რა პროექტებია? უმაღლესი სასწავლებელი არის ის ადგილი, საიდანაც ადამიანი შრომის ბაზრისთვის მზად უნდა გამოვიდეს. 

– ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე უდიდეს როლს ასრულებს უმაღლესი განათლება.  ახლახან დაფუძნდა ინოვაციების ფონდი, რომელიც რამდენიმე მილიონი ამერიკული დოლარისგან შედგება. მისი დანიშნულებაა, რომ საგრანტო კონკურსის წესით მოხდეს დაფინანსების გაცემა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, იმისათვის რომ საუნივერსიტეტო პროგრამები გააუმჯობესონ.

გაუმჯობესებაში აქცენტი კეთდება, როგორც ინოვაციურ მიდგომებზე, ასევე დამსაქმებელთან მჭიდრო ურთიერთობაზე. პროგრამები აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს შრომის ბაზრის მოთხოვნებს, უნდა იყოს გამართული და სასწავლო პროცესი უნდა ხორციელდებოდეს კონკრეტული ინოვაციების გამოყენებით.

ეს კონკურსი უკვე დაწყებულია, შექმნილია შესაბამისი პორტალი. უკვე ვიღებთ განაცხადებს, რაც ძალიან კარგია.

ახლა პირველი ეტაპია გამოცხადებული და 2023 წლის ზაფხულში მეორე ეტაპის განხორციელდება.  ჯამში შევძლებთ, რომ დაახლოებით 45 გრანტი გავცეთ. გრანტი იქნება არც თუ ისე მცირე რაოდენობის, იმისათვის რომ უნივერსიტეტებმა პრობლემები მოაგვარონ.

– ეს პროექტი მხოლოდ სახელმწიფო უმაღლეს პროგრამებს შეეხება, თუ კერძო უმაღლესი სასწავლებლებისთვისაც არის?

– მთავარი მონაწილე პირები არიან  სახელმწიფო უნივერსიტეტები. თუმცა კონსორციუმის სახით მონაწილეობის მიღებას კერძო სასწავლებლებიც შეძლებენ.

– სამი წლის განმავლობაში იყავით განათლების მინისტრი, 2013 -2016 წლებში და რა თქმა უნდა, კარგად გესმით, რა გამოწვევებია დღეს განათლებაში. ჩვენ ვახსენეთ სკოლამდელი განათლებაც, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. (მათ შორის ბავშვის კვება) სკოლასთან მიმართებაში  ბევრი კრიტიკა გვესმის. კრიტიკაა ასევე მასწავლებლების კომპეტენციასთან  და სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით. 

როგორ ფიქრობთ, სად გვაქვს ყველაზე მეტი გამოწვევა და როგორ უნდა შევძლოთ მათი დაძლევა?

– გამოწვევები,  რა თქმა უნდა, არის და კიდევ უფრო გამრავლდება. გლობალური შრომის ბაზარი ვითარდება და მაღალი მოთხოვნები დგება დღის წესრიგში.

სკოლის დონეზე არსებული პრობლემების მოგვარება აუცილებლად პარალელურ რეჟიმში უნდა განხორციელდეს. მეტი აქცენტის გაკეთება შეიძლება საუნივერსიტეტო დონეზე პედაგოგთა ახალი მომზადებისთვის. ეს საკითხი საკვანძოა. აქედან იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი.

ჩვენ გვაქვს დღეს მოცემულობა, როდესაც წინა წლებიდან გამომდინარე მასწავლებლის სტატუსი ენიჭებოდა სკოლის ატესტატის მქონდე ადამიანებსაც.

დღეს ქვეყანაში დაახლოებით 60 ათასი მასწავლებელი გვყავს. მათი დიდი ნაწილი სამწუხაროდ ზოგადი განათლების კვალიფიკაციისა. არიან პროფესიული კვალიფიკაციის მასწავლებლებიც, ამას არ ვამბობ კრიტიკისთვის. მათ საკმაოდ გრძელი და საჭირო გზა გაიარეს იმისათვის, კვალიფიკაცია აემაღლებინათ.

მაგრამ სამომავლოდ იმისათვის, რომ საფუძვლიანად მოხდეს ამ პრობლემის აღმოფხვრა, აქცენტი უნდა გაკეთდეს მასწავლებლების მომზადებაზე უნივერსიტეტებში და შემდეგ უკვე უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს.  გამოსავალს პირველ რიგში აქ ვხედავ.

პარალელურად აუცილებელია სკოლის დონეზე მუშაობა უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

ახლა მუშავდება ავტორიზაციის ახალი სტანდარტი, რომელიც სისტემაში მალე ჩაეშვება.

პროექტში საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული საკმაოდ ძლიერი გუნდი მუშაობს.

– მადლობა უნდა ვუთხრათ მსოფლიო ბანკს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის საქართველოს აღმოუჩენს განათლების სისტემის განვითარებაში. მსოფლიო ბანკიც მიიჩნევს, რომ განათლებაში ინვესტირება ამავდროულად არის ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტირება. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g