LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლების სამინისტრო მზადაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტების გამო საკანონმდებლო ინიციატივა დააყენოს – ირინა აბულაძე

159
irina abuladzwe erovnuli gamocdebi

განათლების სამინისტრო აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ თითოეული აბიტურიენტის უფლება იყოს დაცული – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, განათლების სამინისტრომ გამოცდების დაწყების პირველივე დღეს, არაერთხელ განაცხადა, რომ მაქსიმალურად დაიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტების ინტერესებს.

“შესაბამისად, მაქსიმალურად მობილიზდა ზუგდიდის საგამოცდო ცენტრი. ცენტრმა ამ დღეებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული  ის აბიტურიენტები მიიღო, რომლებიც ვერ ასწრებდნენ რეგისტრირებულ ცენტრებში გამოცხადებას, მობილიზდა სამედიცინო პერსონალი, აბიტურიენტები საგამოცდო პროცესს გადიოდნენ მეთვალყურეობის ქვეშ, ზოგიერთი მათგანისთვის მოეწყო სპეციალური სივრცეც. განათლების სამინისტრო აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ თითოეული აბიტურიენტის უფლება იყოს დაცული, საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ საკანონმდებლო ცვლილებებისთვისაც. შექმნილ პრობლემას ჩვენ მაქსიმალური მობილიზებით შევხვდით და რეგისტრირებული აბიტურიენტების 80%-მდე პირმა შეძლო საგამოცდო ცენტრში გამოცდის გავლა, თუმცა გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ჩვენთვის თითოეული აბიტურიენტი უკიდურესად მნიშვნელოვანია, ვაგრძელებთ პროცესზე მონიტორინგს, გამოვიყენებთ საგამოცდო პროცესში ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს და შედეგების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ ასევე დავაყენოთ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა,“ – განაცხადა ირინა აბულაძემ.

mazda magti 5g