LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლების სისტემის ახალი გეგმა იანვარში გახდება ცნობილი

48393628_269800740558896_5095286330796015616_n

„ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად ვიმუშავეთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ჩართული იყო მსოფლიო ბანკი და აზიის განვითარების ბანკი,“ – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა სასტუმრო „ბილტმორში“ პრემიერის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მინისტრის თქმით, წლის განმავლობაში საკმაოდ აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა იმისთვის, რომ ჩამოყალიბებულიყო ხედვა განათლების რეფორმის შესახებ.

„აქტიური კონსულტაცია მიმდინარეობდა ქართველ ექსპერტებთანაც. გეგმა უკვე არსებობს და იანვარში საზოგადოებას გავაცნობთ. ეს განხორციელდება განათლების ხუთივე მიმართულებაზე. ეს იქნება გრძელვადიანი ხედვა და ის მოიცავს 5 წლიან პერიოდს, რომლის ფარგლებში გაუმჯობესდება, როგორც სწავლების ხარისხი, ისე ინფრასტრუქტურა. მომავალი წლიდან უკვე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება,“ – დასძინა მიხეილ ბატიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g